ბავშვზე მოძალადე ბაღის მასწავლებელი პატიმრობაში გაუშვეს

27.05.26 19:28
ბავშვზე მოძალადე ბაღის მასწავლებელი პატიმრობაში გაუშვეს

კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელს ჯუნა ტუნგოშვილს, რომელმაც 3 წლის აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულის ადვოკატის, მარიამ გელაშვილის თქმით, აღმზრდელი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, კერძოდ ბავშვზე ძალადობის მხოლოდ ერთ ფაქტს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა და იტხოვდა, რომ 14 000 ლარის სანაცვლოდ დაეტოვებინა ბაღის აღმზრდელს სხდომათა დარბზი, თუმცა მოსამართლემ მხოლოდ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა. 

საქმის პროკურორის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულთა წრე გაიზარდოს. 

დაკავებული აღმზრდელის ადვოკატის თქმით, საინტერესოა, თუ რატომ არის ციხეში მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფი და სხვა ადამაინები რატომ აგრძელებენ "ხელებგაწმენდილები ცხოვრებას". 

პასუხისგებლობა, სამწუხაროდ გადავიდა ერთ ადამიანზე. მაშინ, როდესაც შესასწავლია და დასაინტერესებელია, თუ რატომ არ იღებდა ზომებს დირექცია, სკოლა ამასთან დაკავშირებით, რატკმ არის დღევანდელი მოცემულობა ისე, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის ციხეში, ყველა ფაქტი უკავშირდება მას და სხვა ადამიანები, ფაქტობრივად, ხელებგაწმენდილები მშვიდად აგრძელებენ ცხოვრებას," - განაცხადა ადვოკატმა. 

ცნობისთვის, საბავშვო ბაღის აღმზრდელს პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) დარღვევას ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.