ეკა ბესელია გორში მომხდარ ფაქტზე: შეიცავს წამება წამების შემადგენლობას
"მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელი, ეკა ბესელია გორში პოლიციელების მიერ 2 კაცზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნული ქმედება წამების და არაადამიანური მოპყრობის შემადგენლობას შეიცავს.
მისი თქმით, ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული - "თუ მკვლელობის დანაშაულებს აქვს ხანდაზმულობა, წამების დანაშაულს ხანდაზმულობა არ აქვს".
სხვარამეა უფლებამოსილების გადამეტება, ეს იყო პირდაპირ ჯგუფური, ძალადობრივი ისეთი ტიპის ქმედება, რომელიც შეიცავს თავისი ფორმით და შინაარსით წამების და არაადამიანური მოპყრობის შემადგენლობას. ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული ძალადობრივ ქმედებებს შორის, მკვლელობის შემდეგ და სხვათა შორის კიდევ უფრო მძიმე იმ კუთხით, რომ თუ მკვლელობის დანაშაულებს აქვს ხანდაზმულობა, წამების დანაშაულს ხანდაზმულობა არ აქვს," - ეკა ბესელია.
ცნობისთვის, გორში სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცავთა ჯგუფმა ორ პირზე ფიზიკურად იძალადეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა.
29 წლის პაპუნა ლოცულაშვილი, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ცოტა ხნის წინ დააკავეს. მას ხელბორკილები პოლიციის განყოფილებაში დაადეს.