"პირველებში" მოყოლილი ამბის შემდეგ რუსთავის თეატრ "ბრავოში" დენი ჩართეს
"პირველებში" მოყოლილი ამბის შემდეგ რუსთავის თეატრ "ბრავოში" დენი ჩართეს. ამის მიუხედავად დღევანდელი სპექტაკლი მაინც სანთლების შუქზე ჩატარდება, რადგან უკვე რამდენიმე დღეა, დასს მუშაობა დენის გარეშე უწევს და ყველაფერი გენერატორზე აქვთ გადართული.
თეატრში ეჭვობენ, რომ შენობას მერია გასაყიდად ამზადებს, იქ დასაქმებულებს კი აიძულებს თავად წავიდნენ.
რამდენიმე დღის წინ შენობაში დენი გამორთეს და მას შემდეგ მოზარდებს სანთლის შუქზე უწვეთ სპექტაკლებზე მუშაობა.