“მილიცია- სისტემური ძალადობის ორგანო“ - პროტესტი გურიის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან
ძალადობის წინააღმდეგ პროტესტია გურიაშიც. “მილიცია- სისტემური ძალადობის ორგანო“ - ამ შინაარსის ბანერი გაშალეს გურიის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.
იქ მისულმა ოპოზიციამ სერგი ბზიშვილს წარსულიც შეახსენეს.
მათი თქმით, გუშინდელი კადრები იმ სისტემური ძალადობის დადასტურებაა, რაც ქვეყანაში არსებობს.
ის რაც გუშინ ვიხილეთ იმ სისტემური ძალადობის დადასტურებაა, რომელიც ქვეყანაში წლებია მიმდინარეიბს. სერგი ბზიშვილი ახლა თანამდებობაზე კი არ უნდა იყოს, ის და მისი მილიციელები წამების მუხლით უნდა სამართლდებოდნენ. დაცინვაა 6 კაცის ფაკავება, როცა კადრრვშიც კი სჩანს 20ზე მეტი პოლიციელის ძალაფობა ფაკავრბულ მოქალაქეზე. საგანგაშოა რომ იმავრ კადრრბში ბზუშვილიც ჩანს _ კაცი, რომელიც ძალადობაში, ნატკოტიკების ჩადებაში, ოპიზიციონერების წლებია მხილებულუა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა გურიაში იკავებდა მაღალ თანამდებობას, არაერთუ ბრალდებაა მის მიმართ და ყველა გამოუძირბელია - აღნიშნა თათია ნიკოლაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის ბესიკ ქათამაძის თქმით, ბზიშვილი რომელიც წარსულში გურიის სამმართველოში მუშაობდა, ძალადობასა და „ჩადებებთან“ დაკავშირებით ბევრ სკანდალში იყო გახვეული.
ბზიშვილთან, რომელიც წარსულში გურიის სამმართველოში მუშაობდა, ძალადობასა და „ჩადებებთან“ დაკავშირებით ბევრ სკანდალში იყო გახვეული. ნახეთ 2018 წლის კადრები, როგორ უსწორდებოდა ოზურგეთში აქციის მონაწილებს და როგორ მუშაოდა "ქოცების" პირად დაცვად. მაშინ ბევრი ადამიანი ითხოვდა გამოძიებას და ამის ნაცვლად დააწინაურეს. შედეგიც ყველამ ვნახეთ _ თავში ავარდნილი მისი თანამშრომლები, ქუჩური მიდგომებითა და სტრუქტურაში დაუსჯელობის სინდრომით, საბოლოოდ ყირაზე გადავიდნენ. და იმის ნაცვლად რომ მასთან გამოძიება სვამდეს კითხვებს. ისევ თანამდებობაზეა - თქვა ბესიკ ქათამაძემ.
დღეს, 28 მაისს, პროკურატურამ გორში, „კომბინატის დასახლებაში“ მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე ექვსი პოლიციელი დააკავა. ძალადობაში მხილებულ პოლიციელებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პოლიციელების ნაწილი ხაშურის, ნაწილი კი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს.
მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით). მუხლს დაკავებულის ადვოკატი და სხვა იურისტები არ ეთანხმებიან და მის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ.
30 წლამდე კაცს პოლიცია ჯგუფურად გუშინ გაუსწორდა, ნაცემია პაპუნა ლოცულაშვილს მეგობარიც.