ბესელია ადვოკატების და პატიმრების ურთიერთობაში უხეშ ჩარევებზე საუბრობს და საგანგაშოდ მიიჩნევს
„მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი ეკე ბესელია საგანგაშოდ მიიჩნევს, ბოლო პერიოდში ადვოკატების და პატიმრების ურთიერთობაში უხეშ ჩარევებს და იმ ფაქტს, რომ რამდენიმე მათგანს წერილობითი ჩანაწერის დახევა მოუწია.
ბესელია ამბობს, რომ ეს არის ადვოკატის და პატიმრის უფლება, რომელიც კონსტიტუციითა დაცული და ამის შეცვლა არავის შეუძლია.
ბოლო პერიოდში, ყველაზე საგანგაშოდ მე რაც მეჩვენება, ჩემი პროფესიული გადასახედიდან, ეს არის ადვოკატის და პატიმრის ურთიერთობაში ისეთი უხეში და არნახული ჩარევა, როგორიც მე არ მახსოვს არასდროს. რა არ გამომივლია, 30 წელია, პროფესიაში ვარ, და რომ არ მინახავს ისეთი კადრები თუ მოპყრობის არაადამიანური დამოკიდებულების, არ ვიცი, ყველანაირი მაგალითი მაქვს ნანახი, მაგრამ ვერასდროს ვერავინ ბედავდა, ვერცერთ პერიოდში, ადვოკატის და პატიმრის ურთიერთობასა და კომუნიკაციაში, რომელიც არის მაღალი გარანტიით დაცული უფლება, ჩარევას. ძალიან სახიფათო ტენდენციაა ეს, როგორც ვხედავ თურმე, არ არის პირველი და მეორე და მესამე შემთხვევა. დავითაძესთან შესული ადვოკატი, რომელიც იძულებული გახდა დაეხია ჩანაწერები და მოვისმინეთ ძალიან საგანგაშო განმარტებები იუსტიციის მინისტრისგან, რომელიც თავის დროზე კარგი ადვოკატი იყო, და მან თქვა, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს ასოციაციის თავმჯდომარესთან შეხვედრით. არა, უკაცრავად, კონსტიტუცია არეგულირებს ამ საკითხს, ეს შეხვედრებით არ წყდება, კეთილი ინებეთ, მინდა პირდაპირ ვუთხრა მასაც და იმ ციხის გარე თუ შედა პერიმეტრის თანამშრომელს, დაიცავით კანონი. ეს ისეთი უფლებაა პატიმრის და ადვოკატის, კომუნიკაცია ერთმანეთთან, ჩანაწერების გაკეთება, ხელნაწერი იქნება თუ ნაბეჭდი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, კეთილი ინებეთ და ეს უფლება დაიცავით. ადვოკატი არის მართლმსაჯულების პროცესში უმნიშვნელოვანესი პროფესიის მატარებელი. ამ ადვოკატებმა, ერთ დღეს რომ გამოაცხადონ საყოველთაო პროტესტი, ამ უღირსი მოპყრობის გამო, რასაც სჩადიან, არც სასამართლო პროცესები, არც საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდება. ადვოკატებსაც მინდა ვუთხრა, ნუ დაემორჩილებიან ამ უკანონო მოთხოვნებს, ყველამ დაიცავით საკუთარი და სხვისი უფლებები, როგორ შეიძლება, პატიმართან გაკეთებული ჩანაწერის წაკითხვის უფლებაც კი არავის აქვს, შესაძლოა, მხოლოდ ვიზუალურად შეხედო, მაგრამ ის, რომ ჩაეძიო, აუკრძალო, დაახევინო, წარმოუდგენელი ამბავია. მინდა, მე თვითონ შევიდე ციხეში და თავად ვნახო, მე არ მქონია ეს პრობლემა, - განაცხადა ბესელიამ.
აქვე ბესელია გიორგი დავითაძის საქმეს გამოეხმაურა და თქვა, რომ მას ეჭვი არ ეპარება ამ ისტორიის ნამდვილობაში, რადგანა არსდროს უნახავს პატიმარი იბრალებდეს მსგავს ამაბვს, პირიქით, უნახავს, როგორც მალავენ და უჭირთ აღიარება.
ამ ფაქტს, რაც არ უნდა მიჩქმალონ, მაინც მოუწევთ ამ საქმეზე თქმა იმის, რაც მოხდა, - თქვა მან.