რატომ ვიმყოფები 7 თვეა ციხეში, რატომ მსჯიან? - ზურა მენთეშაშვილის საბოლოო სიტყვა სასამართლოზე

29.05.26 14:39
რატომ ვიმყოფები 7 თვეა ციხეში, რატომ მსჯიან? - ზურა მენთეშაშვილის საბოლოო სიტყვა სასამართლოზე

რატომ ვიმყოფები 7 თვეა ციხეში, რატომ მსჯიან? - ამ სიტყვებით მიმართა გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა ზურა მენთეშაშვილმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.

საბოლოო სიტყვაში, 61 წლის ბრალდებუილმა თქვა, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და ხაზგასმით განაცხადა, რომ ქვეყნის სიყვარულისთვის სჯიან. 

ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მინდა დავინახო ჩემი ქვეყანა გამთლიანებული - თქვა მენთეშაშვილმა პროცესზე. 

რა ხდება ქვეყანაზე, რატომ ვარ აქ? რატომღაც მგონია, რომ თქვენ კარგად იცით ეს ყოველივე და არ დავკარგავ დროს. ჩემნაირი ადამიანი ბოროტებას ვერ ჩაიდენს, არ ჩაიდენს და აზრადაც არ გაუჩნდება. რატომ ვიმყოფები აქ შვიდი თვეა, მშიერ მდგომარეობაში, რატომ მსჯიდნენ ციხეში ციხით... თემიდა თვალახვეული კი არის, მაგრამ ხელი არ ეშლება დანახვაში და სმენაში. ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მინდა დავინახო ჩემი ქვეყანა გამთლიანებული. 
რა ჰქვია პრეზიდენტს? ყაველაშვილი არა, ბიძინა, ბიძინა. მისი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებული ნიცშე რად ღირს. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყველაფერს გავაკეთებ მისთვის. ეს თუ სისხლის სამართლის დანაშაულია, რა მეთქმის. ისეთი დამნაშავე ვარ, ოთხჯერ ვარ დასაჭერი. ასეთად დავიბადე და ასეთად მოვკვდები, სამუდამოც რომ მომისაჯოთ.“- განაცხადა მენთეშაშვილმა. 

ცნობისთვის ამ წუთებში მოსამართლე სათათბრიოდაა გასული. ნინო გალუსტაშვილი რამდენიმე წუთში განაჩენს გამოაცხადებს. 

ზურაბ მენთეშაშვილს სასჯელის ნახევარზე მეტი მისჯამდე მოახდევინეს. ის პირველი აქტივისტია, რომელიც რუსთაველის გამზირის განმეორებით გადაკეტვის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით დააკავეს. 61 წლის კაცს მაქსიმუმ ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა წინასწარ პატიმრობაში უკვე შვიდი თვე გაატარა.

მენთეშაშვილი 1 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. 

 

მსგავსი სიახლეები