პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატი ნაცემი კაცის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს
გორში პოლიციელების მიერ ნაცემი კაცი ადვოკატი, რევაზ რევაზიშვილი პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს. უფლებადამცველი ამბობს, რომ შესაბამის შუამდგომლობას აუცილებლად დააყენებს.
მისივე თქმით, დასაკორეტირებელი და დასაზუსტებელია ის ბრალდება, რაც პროკურატურამ ძალადობაში მხილებულ 6 პოლიციელს წარუდგინა.
რევაზ რევაზიშვილის ადვოკატი ამ წუთებში პოლციიელების სასამართლო პროცესს ესწრება.
ჩვენ ღრმად გვჯერა, რომ არ მოხდება ისე ამ საქმეზე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირებიდან რომელიმეს წარუდგინოს ბრალდება რაიმე საფუძვლით. ეს იქნება უფრო დიდი უსამართლობა იმასთან შედარებით, რაც მოხდა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან, თუკი წარედგინებათ რომელიმე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირებიდან ერთ-ერთი დრემდე ატარებს ბრალდებულის სტატუსს, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება. ჩვენ ამ შუამდგომლობას ოფიცილაურადაც დავაყენებთ და მოვითხოვთ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
ბრალდება რაც პოლიციელებს აქვთ წარდგენილი, საჭიროებას კორექტირებას და დაზუსტებას, ამ თვალსაზრისით ვჩენ ვაპირებთ, რომ გარკვეული ზალისხმევა იყოს გაწეული ჩვენი მხრიდანაც. მივმართავთ გამოძებას, რომ მოხდეს ბრალდების კორექტირება.
ის რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დღემდე აქვს ბრალდებულის სტატუსი, არის სრულიად გაუგონარი და წარმოუდგენელი უსამართლობა. ეს არის გამოწვევა ამ ეტაპისთვსი გამოძიებისთვის. ამ გამოწვევას სახელმწიფომ უნდა უპასუხოს და გამძიებამ უნდა უპასუხოს ადეკვატურად და უნდა მოხდეს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა უახლოეს მომავალში. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ მომავალ კვირას დავაყენებთ ამ მოთხოვნას".- განაცხადა რევაზ რევაზიშვილმა.
ადვოკატმა დღეს ასევე უპასუხა შსს-ს მინისტრის მოადგილის განცხადებასაც და თქვა, რომ ალექსანდრე დარახველიძიე შეცდომაშია შეყვანილი.
როდესაც მინისტრის მოადგილე ასეთ განცხადებას აკეთებს, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი და არ აკეთებს ამას განზრახ და რატომ? - იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ იგი განზრახ აკეთებს ამ განცხადებას, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მაშინ არც გამოძიება შეიძლება ჩატარდეს ობიექტურად, რაც მე, როგორც ადვოკატმა, არ მინდა, რომ დავიჯერო. მე ერთი შემიძლია გითხრათ, რომ მისი განცხადება აცდენილია ფაქტებთან 100%-ით, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებიდანა რცერთი არ ძალადობდა პოლიციელებზე და ნებისმიერი განცხადება განზრახ გაკეთებული ამ მიმართულებით, შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ ერთ მიზანს- რომ დამახინჯდეს ფაქტები ისე, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა ააცილონ",- ამბობს ადვოკატი.
გორში, 2 მოქალაქის ცემაში ბრალდებული არც ერთი პოლიციელი სასამართლო სხდომას არ ესწრება - "პირველების" ინფორმაციით, გიორგი წკრიალაშვილმა, ვლადიმერ გოდერძიშვილმა, საბა წაველიძემ, ალეკო ბადალოვმა, ვანიკო მისირელმა და ბესო მალაციძემ პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს.
ამ წუთებში გორის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.