შშმ ბავშვის მშობელს შვილის საპენსიო ანგარიში დაუყადაღეს - ადვოკატი კანონის დარღვევაზე საუბრობს

29.05.26 15:28
შშმ ბავშვის მშობელს შვილის საპენსიო ანგარიში დაუყადაღეს - ადვოკატი კანონის დარღვევაზე საუბრობს

შშმ ბავშვის მშობელს შვილის საპენსიო ანაგრიში დაუყადაღეს - ნინო კალანდია, რომელიც უწყვეტ აქციებში პირველივე დღიდან არის ჩართული, ამბობს, რომ სახელმწიფო  შემწეობა ისე გაიყინა, რომ მისთვის შეტყობინებითაც კი არ უცნობებიათ. 

კალანდიას ადვოკატი, ილონა დიასამიძე კანონის დარღვევაზე საუბრობს და ამბობს, რომ პირდაპირ არის განსაზღვრული ის, თუ რომელ თანხებზე არ შეიძლება მოხდეს გადახდევინება.

ანგარიშებზე ყადაღის დადებას წინ უსწრებდა სამართალდარღვევის საქმეები, რომლებიც უკავშირდებოდა ე.წ. გზის გადაკეტვას, ყადაღა დაედო იმ თანხებსაც, რომელიც გაცემული იყო სახელმწიფოს მხრიდან, მიზნობრივი დახმარების მიზნით, ნინო კალანდიას შვილისთვის. კანონით პირდაპირ არის განსაზღვრული ის, თუ რომელ თანხებზე არ შეიძლება მოხდეს გადახდევინება. ეს ცნობილი უნდა ყოფილიყო აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის და მიმართვის წერილშიც უნდა გაემახვილებინა ყურადღება ამასთან დაკავშირებით, რომ ამ თანხებზე არ მომხდარიყო აღსრულება, - ამბობს ადვოკატი.

მსგავსი სიახლეები