მოსამართლე - პოლიციელებმა მიწაზე ათრიეს ადამიანი... მაღალ მატერიებზე არ ვსაუბრობ, საუბარია იმაზე, რომ ადამიანი არ ეცემათ
პოლიციელებმა მიწაზე ათრიეს ადამიანი, რომელ ასაკზე საუბრობთ? - ასეთი პასუხი გასცა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა შსს-ს თანამშრომლის 19 წლის საბა წაველიძის უფლებადამცველს, რომელმაც თქვა, რომ "ასეთ ასაკში პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არაა"
წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, მოსამართლემ თქვა, რომ პოლიციელებმა ელემენტარულად, ადამიანის უფლებები ვერ დაიცვეს.
ათრიეს [პაპუნა ლოცულაშვილი] გრუნტოვან მიწაზე - რა დაზიანებებია, ჯერ არ ვიცით, მონაცემები არაა წარმოდგენილი. რომელი საფრთხე არ არსებობს ბატონო კოლეგებო მოემტებულად, რაც კანონში წერია მათი სამსახურიდან გამომდინარე, სასჯელია სახიდამ გამომდიანარე?
ასაკზე ვსაუბრობთ, 19 წლისააო, მაგრამ ის პოლიციელია, მათ ევალებოდათ, მაღალ მატერიებზე არ ვსაუბრობ, საუბარია იმაზე რომ ადამიანი არ ეცემათ.
პროკურატურის შუამდგომლობა დასაბუთებულია უდაოდ.
ექვსისვე ბრალდებულის მიმართ იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე მხოლოდ პატიმრობაა - განაცხადა სხდომაზე მოსამართლე.
გერმანე დადეშქელიანმა თავის დასაბუთებაში ასევე თქვა, რომ არსებობს რისკი, რომ პოლიციელებმა ჩვენებები ერთმანეთთან შეათანხმონ, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაითვალისწინა.
შელაპარაკების გამო, ექვსმა პოლიციელმა ფიზიკურად იძალადა ორ მოქალაქეზე, ერთზე განსაკუთრებით, ერთ-ერთმა ფეხით გამოათრია დაზარალებული… რომელი საფრთხე არ არსებობს ბატონო კოლეგებო მოემტებულად, რაც კანონში წერია მათი სამსახურიდან გამომდინარე... იქ სხვა მოწმეები არ იყვნენ, მოწმეები პოლიციელები არიან… ბრალდება ვარაუდობს, რომ ჩვენებების შეთანხმების რისკიცააო... - განაცხადა მოსამართლემ.
გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა გამოაცხადა.
პატიმრობას დაკავებულების მიმართ პროკურატურა ითხოვდა. ხოლო ადვოკატებმა პოლიციელების გათავისუფლების შუამდგომლობები დააყენეს:
- „ასეთ ასაკში პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არაა“ - ძალადობაში მხილებული 19 წლის პოლიციელის ადვოკატი
- ძალადობაში მხილებული პოლიციელი, ვანო მისირელი ჩადენილს ნანობს და პატიებას ითხოვს
დღეს ძალადობაში ბრალდებულმა პოლიციელებმა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს - არც ერთი მათგანი სხდომას არ დასწრებია.