გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე დაკავებულები 2-თვიან პატიმრობაში გაუშვეს

29.05.26 17:21
გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე დაკავებულები 2-თვიან პატიმრობაში გაუშვეს

გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე დაკავებულები მოსამართლემ 2-თვიან პატიმრობაში გაუშვეს.

არცერთ ბრალდებულს სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია, შესაბამისად, უცნობია, აღიარებენ თუ არა ბრალდებულები იმ დანაშაულს, რასაც გამოძიება ედავება.

საქმეში დევს ვიდეომტკიცებულება, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა.

ერთ-ერთი ბრალდებული, საუბარია დემეტრე კასრაძეზე, ფიგურირებს გიგა ავალიანის საქმეში, ვინაიდან ის იყო ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარი, რომელსაც გაბაშვილი მომხდარტან დაკავშირებით უყვებოდა, სავარაუდოდ, მან აჩვენა კიდევაც, გიგა ავალიანზე თავდასხმის ვიდეო და ამას მოჰყვა, კასრაძის მხრიდან უცენზურო, შეურაცხმყოფელი შეფასება გიგა ავალიანის მისამართით. გიგა ავალიანზე თავდასხმის დროს, დემეტრე კასრაძე ადგილზე არ იმყოფებოდა, ეს იყო სოციალური ქსელის საშუალებით მიმოწერა, ალექსანდრე გაბაშვილსა და დემეტრე კასრაძეს შორის, როდესაც ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი, თავის მეგობართან დემეტრე კასრაძესთან, ალექსანდრე გაბაშვილს, - თქვა სასამართლოს დასრულების შემდეგ ქეთი სონიძემ.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ძალადობაში მონაწილე სკოლის მოსწავლეები მძიმე ფაქტების ამსახველ მტკიცებულებებს მობილურ ტელეფონებში ინახავდნენ და სოციალურ  ქსელებში ავრცელებდნენ.

 ირაკლი სულაბერიძეს და დემეტრე კასრაძეს ხელბორკილები 27 მაისს დაადეს. 

  • გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, დემეტრე კასრაძემ, ირაკლი სულაბერიძემ და სხვა პირებმა იმ მოტივაციით, რომ თითქოსდა დაზარალებული ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით წერდა, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.
  • ასევე, საქმის მასალების მიხედვით, იმავე წლის ივლისში, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე სხვა პირებთან ერთად, ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ძალადობის პროცესი კი ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს.

მსგავსი სიახლეები