სტუდენტებზე ძალადობაში მხილებულ ლექტორს მოუწევს კითხვებზე გამოძიებას უპასუხოს

29.05.26 20:36
სტუდენტებზე ძალადობაში მხილებულ ლექტორს მოუწევს კითხვებზე გამოძიებას უპასუხოს

პროფესორი ნანი გვარიშვილი, რომელიც აუდიტორიაში სტუდენტებს დარგობრივ ცოდნას აძლევს, აუდიტორიის მიღმა, ახალგაზრდებს ფიზიკურად უსწორდება. კადრში ჩანს, რომ ქალი, აკადემიური სფეროდან, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ხელმოწერების შეგროვებამ ისე გააღიზიანა, რომ ვერ მოითმინა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა. ის, რაც ახალგაზრდებს პროფესორმა გვარიშვილმა დააკლო, მისმა ასევე პროფესორმა მეუღლემ, ანზორ დევაძემ დაუმატა. 

ორივე გოგომ პოლიციას მყისიერად მიმართა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ახალგაზრდები გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს.

თავად პროფესორი გვარიშვილი, ვიდეოს დამონტაჟებულს უწოდებს და ხელის დარტყმის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. არადა, კადრები სულ სხვა რეალობაზე მეტყველებს. 

რა ბედი ელით გვარიშვილსა და დევაძეს ან რა რეაგირებას მოახდენს უნივერსიტეტი ძალადობის ფაქტზე? - ეს კითხვები ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორს დავუსვით. ტიტე აროშიძე ამბობს, რომ ჯერ ეთიკის საბჭო უნდა შეკრიბოს და იქ უნდა იმსჯელონ. 

ძალადობაში მხილებულ პედაგოგს ემიჯნება პროფესურა. ფაქტი უკვე დაგმეს მისივე თანამშრომლებმა. აკადემიური სფეროსთვის წარმოუდგენელია - რა უნდა ასწავლოს სტუდენტს მოძალადე პროფესორმა.

დეტალები ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები