პირველი მსჯავრდებული ტროტუარზე დგომის გამო - ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
უპრეცედენტო საქმის განხილვა დასრულებულია - 7-თვიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილიმა დაადგინა, რომ გზის ხელმეორედ გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული რეპრესიული კანონი პრაქტიკაში აამოქმედა და 61 წლის სამოქალაქო აქტივისტს, ზურა მენთეშაშვილს, 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ზურა მენთეშაშვილი ამ დროისთვის ერთადერთია, ვის მიმართაც აღნიშნული მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მოსამართლე გალუსტაშვილის გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ხმაური და პროტესტი მოჰყვა.
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურა მენთეშაშვილს, "ქართული ოცნების" მიერ გამკაცრებული კანონების საფუძველზე, მაქსიმუმ ერთწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სამოქალაქო აქტივისტმა საბოლოო სიტყვაში თქვა, რომ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რას იტყოდა სასამართლო პროცესზე, რადგან გადაწყვეტილება წინასწარ უკვე ცნობილი იყო და ეს საქმე მის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენდა.
ზურა მენთეშაშვილის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმე თავიდანვე პოლიტიკურად მოტივირებული იყო რომელის მიზანი ხალხის დაშინებაა.