პროტესტი საკრებულოში - დაპირისპირება პოლიციელების მიერ ახალგაზრდებზე ჯგუფური თავდასხმის გამო დაიწყო
პოლიტიკურ დებატები თბილისის საკრებულოში პოლიტიკური დემარშით დასრულდა. სხდომა პროტესტის ნიშნად ვატო სურგულაძემ დატოვა. საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება პოლიცილების მიერ ახალგაზრდებზე ჯგუფური თავდასხმის გამო დაიწყო. ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" უმტკიცებდა, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდება არა ცალკეული პოლიცილების გადაცდომა, არამედ სისტემური დანაშაულია.
რომ არა ზემდგომების მფარველობის იმედი, გაბედავდნენ თუ არა პოლიციელები ჯგუფურად მოქალაქეზე ძალადობას? თუ პოლიციელებს ექნებოდათ განცდა, რომ მოქალაქის ცემის გამო, მათ პასუხი მოეთხოვებოდათ, ჩაიდენდნენ თუ არა იგივე დანაშაულს. ვატო სურგულაძემ დღეს, გორის პოლიციის უფროსის და სამხარეოს ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა მოითხოვა.
თბილისის საკრებულოში დღეს დაპირისპირების არა ერთი მიზეზი იყო. ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" პასუხს სთხოვდა, აბანოთუბანში ხალხისთვის მოწყობილი რეპრესიების გამოც. იმისთვის, რომ აქ აზერბაიჯანის კულტურის ცენტრი აშენდეს, ხალხს საკუთარი სახლებიდან ძალით ასახლებენ.