თელავში, სოფელ ართანაში, ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

29.05.26 21:13
თელავში, სოფელ ართანაში, ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თელავში, სოფელ ართანაში, ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ ერთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. 

თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. მიღებული დაზიანებებით 30 წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა. 

დაშავებული პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

მსგავსი სიახლეები