როდესაც პოლიციელები ძალადობენ ადამიანზე და განზრახ აყენებენ ტკივილს, ეს უკვე წამების დეფინიციაა - ლომჯარია

30.05.26 11:51
როდესაც პოლიციელები ძალადობენ ადამიანზე და განზრახ აყენებენ ტკივილს, ეს უკვე წამების დეფინიციაა - ლომჯარია

"საქართველოს ევროპული ორბიტის" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია გორში პოლიციელებსი მიერ მოქალაქეების ცემას ეხმაურება.  ყოფილი სახალხო დამცველის თქმით, როდესაც პოლიციელები ძალადობენ ადამიანზე და დასჯის მიზნით, განზრახ აყენებენ ტკივილს, ეს უკვე წამების დეფინიციაა.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ასობით ადამიანი არის საქართველოში, ვინც აწამეს - ამბობს ნინო ლომჯარია. 

ასეთი ქცევა, როდესაც პოლიციელები ადამიანის დასჯის მიზნით, იმისათვის, რომ მას განზრახ მიაყენონ ტკივილი, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი და მორალური და ძალადობენ მასზე, ეს უკვე არის წამების დეფინიცია. ჩვენ ვხედავთ კადრებში, როგორ ისმის მსხვერპლის ხმა არაერთგზის, რომ "გეყოფათ, რატომ მცემთ"- ეს განწირული ხმა. ამას თუ დავუმატებთ მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, რასაც დღეს აღწერენ ოჯახის წევრები, რომ ის ძალიან მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაშია, ეს არის ვფიქრობ კლასიკური შემთხვევა წამების დეფინიციის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ასობით ადამიანი არის საქართველოში, ვინც აწამეს - ამ სიტყვით პირდაპირი დეფინიიციით, რომელთა დასახიჩრებული სხეულის კადრები არსებობს. 150-ზე მეტი პირი არის ოფიციალურად არასათანადო მოპყრობის და წამების მსხვერპლი. ცალკეული , რამდენიმე შემთხვევის გარდა, ჩვენ არ გვაქვს ეფექტიანი გამოძიება", - ამბობს ნინო ლომჯარია. 

პოლიციელების  მიერ სასტიკად ნაცემი ახაგაზრდა ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. პაპუნა ლოცულაშვილი უკვე მეორე დღეა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. 

რაც შეეხება დაკავებულ 6 პოლციელს, ისინი გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა წინასწარ პატირობაში გაუშვა. 

ძალადობაში ბრალდებულმა პოლიციელებმა გიორგი წკრიალაშვილმა, ვლადიმერ გოდერძიშვილმა, საბა წაველიძემ, ალეკო ბადალოვმა, ვანიკო მისირელმა და ბესო მალაციძემ პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს. - არც ერთი მათგანი სხდომას არ დასწრებია.

მსგავსი სიახლეები