ნიკა მელიას განცხადებაზე "ოცნებაში" პირველი კომენტარები კეთდება

30.05.26 13:44
ნიკა მელიას განცხადებაზე "ოცნებაში" პირველი კომენტარები კეთდება

ნიკა მელიას მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ განცხადებას "ოცნებაში" დღეს პრიველი კომენტარები მოჰყვა - ივანიშვილის გუნდში ამბობენ, რომ "ოცნებასა" და მიხეილ სააკაშვილს შორის არანაირი მოლაპარაკებები არ არსებობდა. 

არავისთან არც მოლაპარაკებები გვქონია და არც გვეშინია ბატონი მელიას წერილების - თქვა დღეს თორნიკე ფაღავამ. 

ნაციონალური მოძრაობის" ელექტორალური მხარდაჭერა საბოლოოდ ვისკენ გადაიხრება, ეს არის ახლა მთავარი საჯილდაო ქვა. საბოლოო ჯამში, მე შემიძლია გავაკეთო ჩემი პროგნოზი, რომ ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი გაიმარჯვებს და  ნიკა მელია დამარცხდება. ჩვენსა და მიხეილ სააკაშვილს შორის არანაირი მოლაპარაკებები არ არსებობდა - კონკრეტულ დანაშაულში არის ბრალდებული, რომელიც დაუმტკიცდა და იხდის სასჯელს. ახლა თვითონ ერთმანეთში რას იტყუებოდნენ და რას ეუბნებოდნენ ამომრჩეველს, ეს მათ სინდისზე იყოს. ჩვენ გამჭვირვალედ ვმუშაობთ, არავისთან არც მოლაპარაკებები გვქონია და არც გვეშინია ბატონი მელიას წერილების და გზავნილების, შეუძლია ღიად ილაპარაკოს. ჩენ არაფერი გვაქვს დასამალი ", - აცხადებს თორნიკე ფაღავა. 

"ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, ირაკლი ჭეიშვილი კი ნიკა მელიას ურჩევს, დაასახელოს ის პირი, ვისი მეშვეობითაც მიხეილ სააკაშვილი "ოცნებას" ელაპარაკებოდა, როგორც ამას ოპოზიციონერი ლიდერი წერილში მიუთითებს. 

არავის არავითარი კონტაქტი არ ექნებოდა მიხეილ სააკაშვილთან. ეს ერთგვარი მაგათი დადგმული ფანდია - განაცხადა ჭეიშვილმა. 

ახლა ცდილობს რომ თავი დაიძვრინოს და ყველაფერი ერთ მხარეს გადააბრალოს. ჩვენთვსი ეს არის ერთი ჯოხის ორი ბოლო - სააკაშვილი იქნება თუ მელია. ჩვენთვის ესენი კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობაა". თუ 4 წლის წინ მსგავსი ინფორმაცია ჰქონდა, უნდა გამოექვეყნებინა. მეტსაც გეტყვით - ამ  წერილით იკვეთება, რომ მელიას აქვს ინფორმაცია, ვისზეც არის საუბარი. გამოვიდეს და თვითონ გაასაჯაროოს და მერე მოხდეს აღნიშნული  ფაქტის შესწავლა. სააკაშვილს ეუბნება, გაასაჯაროვეო, როცა თვითონ იცის. გამოვიდეს და თავად გაასაჯაროოს.  "ოცნების" მაღალჩინოსანს ახსენებს მგონი და დარწმუნებული ვარ იქ არავის არავითარი კონტაქტი არ ექნებოდა მიხეილ სააკაშვილთან. ეს ერთგვარი მაგათი დადგმული ფანდია", - ამბობს ირაკლი ჭეიშვილი. 

ცნობისთვის, ნიკა მელია მესამე პრეზიდენტს პოლიტიკურ ეჭვიანობაში სდებს ბრალს - კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი  წერილში  წერს, რომ "მიხეილ სააკაშვილს უკვე მრავალი წელია მის მიმართ ეჭვიანობა, როგორც ყელს შემოჭერილი მარყუჟი, ისე ახრჩობს". 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ "ტყუილის თქმას მხოლოდ ის ბედავს, ვინც სიმართლე იცის, ასეა სააკაშვილის საქმეც". ნიკა მელიას თქმით, სადაც მიხეილ სააკაშვილია იქ ქვეყნის ინტერესი არ არის და მხოლოდ ეგოიტური ინტერესია. 

მანამდე იყო მიხეილ სააკაშვილის წერილი, მესამე პრეზიდენტი, ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერას, რომ ნიკა მელიამ მისი გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული აქციები დაშალა.

მსგავსი სიახლეები