მარტვილში ავტომანქანა შენობის კედელს შეეჯახა - არიან დაღუპულები

30.05.26 19:10
მარტვილში ავტომანქანა შენობის კედელს შეეჯახა - არიან დაღუპულები

მარტვილში, სოფელ გაჭედილთან ავტომანქანა შენობის კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. მძიმე დაზიანებები მიიღო ავტომობილში მყოფმა კიდევ ერთმა პირმა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.