„ქვეყნის მასშტაბით ძალადობა აპრობირებული პრაქტიკაა“ — იურისტები გორის საქმეზე

31.05.26 13:41
„ქვეყნის მასშტაბით ძალადობა აპრობირებული პრაქტიკაა“ — იურისტები გორის საქმეზე

 

 

გორში პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე იურისტები და უფლებადამცველები ძალადობის შესაძლო სისტემურ ხასიათზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მოქალაქეების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი ქმედებების შემთხვევები შესაძლოა ერთეული არ იყოს და ქვეყნის მასშტაბით უფრო ფართო პრობლემაზე მიუთითებდეს.

მომხდარის შეფასებისას სისტემურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი. 

ძალიან ბევრია, მათ შორის ჩემი კოლეგებიც საუბრობენ ამაზე, მოქალაქეებიც საუბრობენ, რომ არაერთი შემთხვევაა სხვადასხვა ქალაქში, როდესაც ეს ვიდეოზე არ აღიბეჭდ, თუმცა არაადამიანურმა მოპყრობამ, წამებამ, დამცირებამ, ამ დამცირების გადაღებამ, სავარაუდოდ, შემდგომ ხელმძღვანელ პირებთან გაგზავნამ და ა.შ., სისტემური ხასიათი მიიღო. გარდა ამისა, სამართლებრივს რომ თავი დავანებოთ და როგორც ადვოკატმა ისე არ შევაფასო პროცესები, როგორც მოქალაქეს გაქვს დაუცველობის განცდა და ის, რომ ხვალ შეიძლება, იყოს შენ, სენი ვინმე ახლობელი ასევე ადრესატი ამ წამების, არაადამიანური მოპყრობის და ღირსების შელახვის, - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი. 

ძალადობის შესაძლო წახალისებასა და კონტროლის მექანიზმების არარსებობაზე საუბრობს კიდევ ერთი იურისტიც. 

თუ აქციის ფარგლებში პოლიციის მხრიდან ძალადობას არა მხოლოდ იღებდნენ და უშვებდნენ, არამედ ასტიმულირებდნენ და ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული ღირსების ორდენებით თუ ა.შ, დააჯილდოვეს მოძალადეები ისტემური თვალსაზრისით, ამის გათვალისწინებით მოლოდინი იმისა, რომ სადმე რაიმე ფორმით ამ ძალადობას ვინმე გააკონტროლებს, ან არ შედის ეს იმთავითვე კონკრეტული მმართველი ძალის ინტერესებში, არის წარმოუდგენელი. ისევე, როგორც წარმოუდგენელია, ეს ინციდენტი მომხდარიყოს მხოლოდ გორში და არ არსებბობდეს უამრავი მაგალითი და ჩრდილოვანი სტატისტიკა იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით ძალადობა არის აპრობირებული პრაქტიკა, - ამბობს იურისტი. 

გორში პოლიციელების  მიერ სასტიკად ნაცემი ახაგაზრდა ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. პაპუნა ლოცულაშვილი უკვე მესამე დღეა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. 

რაც შეეხება დაკავებულ 6 პოლციელს, ისინი გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა წინასწარ პატირობაში გაუშვა. 

ძალადობაში ბრალდებულმა პოლიციელებმა გიორგი წკრიალაშვილმა, ვლადიმერ გოდერძიშვილმა, საბა წაველიძემ, ალეკო ბადალოვმა, ვანიკო მისირელმა და ბესო მალაციძემ პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს. - არც ერთი მათგანი სხდომას არ დასწრებია.

 

მსგავსი სიახლეები