ძალადობა ოლიციელების მხრიდან - იურისტები სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებენ

31.05.26 20:23
ძალადობა ოლიციელების მხრიდან - იურისტები სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებენ

 

 

მოქალაქეების მიმართ ძალადობა და მათი დამცირების ამსახველი კადრების გადაღება — იურისტების შეფასებით, ეს პრაქტიკა სამართალდამცავ სისტემაში სერიოზულ პრობლემად ყალიბდება. მათი თქმით, ქვეყანაში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის შემთხვევებზე კითხვები ჩნდება, რასაც, მათი შეფასებით, ძალოვანი უწყებების თანამშრომლების დაუსჯელობის განცდაც უწყობს ხელს.

უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ წარსულში არაერთი გახმაურებული შემთხვევის მიუხედავად, საზოგადოებაში ხშირად ჩნდებოდა კითხვები სამართალდამცველთა პასუხისმგებლობის საკითხზე. მათი შეფასებით, სწორედ ეს გარემოება შეიძლება ახალ შემთხვევებზეც ახდენდეს გავლენას.

პარალელურად, გორში ძალადობის მსხვერპლი პაპუნა ლოცულაშვილი კვლავ კლინიკაში რჩება. ოჯახის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდება მისი გამოკითხვა.

დაზარალებულის ოჯახი საზოგადოებას პროცესის პოლიტიზებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ამავე დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხი კვლავ აქტუალურია. ოპოზიციამ უწყების რეფორმირების ცხრა პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც, მათივე განცხადებით, პოლიციის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებასა და სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.

რა მოხდა რეალურად გორში, რატომ აღმოჩნდა მოქალაქის დამცირების ამსახველი კადრები სამართალდამცველების მობილურ ტელეფონებში და რა ცვლილებებს სთავაზობს ოპოზიცია პოლიციის სისტემას — ეს საკითხები კვლავ განხილვის საგანია.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები