"პირველებმა" მოიპოვა ფოტო ხომლელის ქუჩიდან, სადაც სავარაუდოდ, აფეთქებას ძლიერი ხანძარი მოჰყვა

15.10.26 22:20
"პირველებმა" მოიპოვა ფოტო ხომლელის ქუჩიდან, სადაც სავარაუდოდ, აფეთქებას ძლიერი ხანძარი მოჰყვა

"პირველებმა" მოიპოვა ფოტო ხომლელის ქუჩიდან, სადაც სავარაუდოდ, აფეთქებას ძლიერი ხანძარი მოჰყვა. 

ხომლელის ქუჩაზე ევაკუაცია რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. 

როგორც "პირველებს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აალება საცხოვრებელში დამონტაჟებულ გაზქურაზე მოხდა. 

უწყებაში ამბობენ, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა.