შუქრუთის მაღაროში ცვლის უფროსი დაიღუპა
შუქრუთის მაღაროში მიწისქვეშა სამუშაოების შესრულებისას ცვლის უფროსი დაიღუპა. შემთხვევა დღეს მოხდა.
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში“ აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას თავად აცნობეს და გარდაცვალების გარემოებების დასადგენად გამოძიებასთან თანამშრომლობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.