რუსული გაზის რეკორდული იმპორტი — რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები
საქართველომ 2025 წელს რუსეთიდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეისყიდა. ამის შესახებ სემეკის უახლეს ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში ქვეყანამ რუსეთის ფედერაციიდან 886 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიიღო.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სემეკში აღნიშნავენ, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში ბუნებრივ აირზე გაზრდილი მოთხოვნაა. მარეგულირებლის განმარტებით, აზერბაიჯანული გაზის მიღების შესაძლებლობების შეზღუდვის ფონზე, დამატებითი რესურსების მოძიება სხვა მიმართულებებით გახდა საჭირო.
ამავდროულად, სემეკის მონაცემებით, აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი შემცირდა. თუ 2021 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 1 მილიარდ 132 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეისყიდა, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 666 მილიონ კუბურ მეტრამდე დაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარ მომწოდებლად რჩება, ეკონომისტები რუსული გაზის წილის ზრდაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი შეფასებით, ტენდენცია დამატებით კითხვებს აჩენს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანული გაზი, როგორც წესი, უფრო იაფი და ნაკლებად რისკიან ალტერნატივად მიიჩნევა.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.