გადათხრილი ქუჩები, ჩაბნელებული უბანი და გახშირებული ქურდობები - პროტესტი თბილისის ისტორიულ უბანში

31.05.26 21:01
გადათხრილი ქუჩები, ჩაბნელებული უბანი და გახშირებული ქურდობები - პროტესტი თბილისის ისტორიულ უბანში

 

 

დედაქალაქის ისტორიულ უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივების უკმაყოფილების მიზეზი გახდა. სულხან-საბას ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყების შემდეგ ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად გაურთულდათ.

სულხან-საბას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. ადგილობრივების ინფორმაციით, 19 აპრილს მათ წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუწყდათ ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მიწოდება, რის შემდეგაც მოსახლეობას მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება.

კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ სამუშაოები თბილისის მერიამ ისე დაიწყო, რომ უძრავი ქონების ყველა მფლობელთან საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ იყო.

თავდაპირველად, სამუშაოების ოფიციალურ მიზეზად წყალმომარაგების ქსელისა და მილების რეაბილიტაცია სახელდებოდა, თუმცა ამ დროისთვის ქუჩაზე გადაადგილება მნიშვნელოვნად გართულებულია. აყრილია ასფალტის საფარი, რის გამოც ადგილობრივები გადაადგილებას სახიფათოდ მიიჩნევენ.

სულხან-საბას ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები სათანადოდ დაცული არ არის. მათი ინფორმაციით, უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები დაშავდნენ. გარდა ამისა, ადგილობრივები ბოლო დღეებში ქურდობის გახშირებაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში ათამდე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.

ვრცლად ნახეთ კრისტი მარია ოსიაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები