ჯაშუშობის ბრალდება და პოლიტიკური ვერსიები — საქმე სასამართლოში გადადის

31.05.26 20:19
ჯაშუშობის ბრალდება და პოლიტიკური ვერსიები — საქმე სასამართლოში გადადის

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პირებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე გადაიყვანენ. ამ დროისთვის უცნობია, რომელ მოსამართლეს დაეწერება გახმაურებული საქმეები.

დაკავებულებს შორის არის „კავკასნიუსის“ დამფუძნებელი ირაკლი ჩიხლაძეც. მისი ადვოკატი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ჩიხლაძის ჯაშუშურ საქმიანობასთან კავშირის დამადასტურებელი გარემოებები ვერ აღმოაჩინა.

საქმის ირგვლივ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გაჩნდა, მათ შორის — რატომ განხორციელდა დაკავებები სწორედ ახლა და რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს გამოძიების ეს ეტაპი.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება ვრცელდება. ნაწილი ვარაუდობს, რომ საქმე შესაძლოა უკავშირდებოდეს არასამთავრობო სექტორის მიმართ "ოცნების" ხელისუფლების სამომავლო ნაბიჯებს, ნაწილი კი პროცესებს სხვა აქტუალური თემების, მათ შორის სამართალდამცველების მონაწილეობით გახმაურებული საქმეების ფონზე განიხილავს.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები