მიეცით ბავშვებს წამალი! - თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
თბილიში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეები "ოცნების" ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, უზრუნველყოს პაციენტებისთვის აუცილებელი მედიკამენტების დაფინანსება და შესაბამისი მკურნალობის ხელმისაწვდომობა.
აქციას ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებიან. შეკრებილებს შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც, რომლებიც იშვიათი დიაგნოზის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს სოლიდარობას უცხადებენ.
მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან დროული გადაწყვეტილებების მიღება და პაციენტებისთვის მკურნალობის დაფინანსებაა.