ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა - მინისტრის პირველი კომენტარი გორში მომხდარზე
ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა - ასე უპასუხა შს მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გორში მომხდარი ძალადობის შესახებ დასმულ შეკითხვას.
გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და ფაქტი, თუმცა დღეს ვთვლი, რომ საჭირო არ არის სიღრმეებში შესვლა. საზოგადოებამ ნახა, რომ სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ამ ფაქტის მიმართ. სულ ეს არის, რაც შემიძლია დღეს ვთქვა.
[...] ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა"- თქვა მან.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავებმა ორი პირი - 29 წლის პაპუნა ლოცულაშვილსი და მის მეგობარი ჯგუფურად სცემეს.
საქმეზე დაკავებულია ექვსი სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.