მიეცით ბავშვეს სიცოცხლის შანსი - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები დღეს მორიგ აქციას გამართავენ

01.06.26 12:05
მიეცით ბავშვეს სიცოცხლის შანსი - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები დღეს მორიგ აქციას გამართავენ

 

 

დღეს, სიმბოლურად, ბავშვთა დაცვის დღეს, საღამოს 17:00 საათზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის წამლის მოთხოვნით თბილისში, კანცელარიასთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. 

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის მშობლები კი უკვე 40 დღეზე მერტია, ირაკლი კობახიძის სამსახურთან ღამეებს ათევენ. 

ვიცავთ, ჩვენი შვილების სიცოცხლეს - მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო მთავრობას, ჯანდაცვის მინისტრს, გამოიჩინონ გულისხმიერება მისცენ ამ ბავშვებს სიცოცხლის შანსი. შემოიტანონ საქართველოში ის წამლები, რომლებიც უკვე ნებადართულია ევრკავშირის, ამერიკის რეგულატორების მიერ. ეს წამალი განკურნებისკენ მიმავალი არ არის, მაგრამ ემსახურება ბავშვის სიცოცხლის გაზანგრძლივებას.

ვისაც გული შეგტკივათ ამ ბავშვებზე, მოგიწოდებთ მობრძანდეთ კანცელარიასთან, კონცერტი ჩატარდება ბავშვთა  დღესთან დაკავშირებით"- თქვა ერთ-ერთმა ექიმმა. 

მსგავსი სიახლეები