ცნობილია, რამდენი ლარი დაიხარჯება სიონის ტაძრის რეაბილიტაციისთვის
სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელიც ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
მერიის ინფორმაციით, პროექტის საერთო ღირებულება 1 220 000 ლარს შეადგენს და ის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
თბილისის მერიამ სიონში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე, ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს.
არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს. ტაძრის აღნიშნულ ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ტაძარი და მისი სამრეკლო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლს წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნულ პროექტს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.
მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 1 220 000 ლარს შეადგენს, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სიონის ტაძრის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ 27 მაისს დააანონსა. როგორც მან აღნიშნა, დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს. შესაბამისად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრის აღნიშნულ ნაწილს.