"ოცნება" კრიპტომაინინგის წინააღმდეგ - სვანეთში გამრიცხველიანება იწყება

01.06.26 20:33
"ოცნება" კრიპტომაინინგის წინააღმდეგ - სვანეთში გამრიცხველიანება იწყება

ხატზე დადებული ფიციდან 4 წლის შემდეგ "ოცნების" სამიზნე სვანეთი ხდება, რადგან ივანიშვილის გუნდში ირწმუნებიან, რომ სვანებმა ფიცი 25 პროცენტით გატეხეს. თუ ხელისუფლებაში მყოფ ძალას დავუჯერებთ შუა საუკუნეების ტრადიციით მესტიაში დადებულმა ფიცმა არ იმუშავა. სვანებმა ბიტკოინების მაინერები არ გამორთეს. ივანიშვილის თანამებრძოლები ამბობენ, რომ მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარებამ გასულ წელს 133 მილიონი კილო ვატი შეადგინა საათში.

სვანეთის მაცხოვრებლებისთვის 90-იანი წლებიდან მოყოლებული ელექტროენერგია უფასოა. სწორედ ამით ისარგებლეს კონკრეტულმა ადამიანებმა და მესტიაში ვირტუალური ფულის გამომუშავების დანადგარები დადგეს, რომელიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიღაც ბევრ ფულს აკეთებდა, ამის გამო კი ახლა მოსახლეობისთვის დიდი თავსატეხი ჩნდება. სვანეთში ადგილობრივი პირდაპირ ამბობს, რომ გავლენიანი მფლობელების გარეშე, მაინერების მთელს ფერმებს მესტიაში ვერავინ ააშენებდა. 

ის რომ მაინერებით ვაჭრობამ დიდი ზიანი მიაყენა ეკონომიკას ამაზე ადგილობრივ სვანებთან ერთად თანხმდებიან ეკონომისტებიც. ის, ვინც წლებია აკვირდება პროცესებს ამბობს, რომ ეკონომიკური პრობლემები უნდა მოაგვარო ეკონომიკური ხერხით. კრიპტოვალუტის ბიზნესი კი არ უნდა აიკრძალოს, უნდა აკრძალოს დენის ქურდობა. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ "ოცნება" სვანეთში ეძებს მაინერებს მაშინ, როცა არ იმჩნევს მაინერების ფერმებს მათ შორის დედაქალაქში.

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები