თავისუფლების ფორუმი ოსლოში - რა გზავნილები ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს

01.06.26 20:40
თავისუფლების ფორუმი ოსლოში - რა გზავნილები ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს

ქართველი ხალხის უწყვეტი ბრძოლა, რომელიც 500-ზე მეტ დღეს ითვლის, რეპრესიები მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და რუსული სპეცოპერაცია საქართველოში - სწორედ ეს ჰქონდა დღეს სათქმელი მეხუთე პრეზიდენტს, რომელიც ოსლოს თავისუფლების ფორუმზე გამოვიდა სიტყვით და საერთაშორისო საზოგადოებას უამბო "ქართული ოცნების" ნაბიჯებზე დემოკრატიის წინააღმდეგ.

ძალაუფლება, რომელიც ერთი კაცის და ერთი პარტიის ხელშია. პოლიტიკური პატიმრები, დაკავებული ჟურნალისტები, პროტესტის გამო საპატიმროში გაშვებული ასობით ადამიანი - ეს არის დღეს საქართველოს რეალობა. სალომე ზურაბიშვილი ღიად ამბობს, რომ ეს 2024 წელს გაყალბებული, მიტაცებული არჩევნების და რუსეთის ჰიბრიდული ომის შედეგია.

ელენე ხოშტარია და მზია ამაღლობელი მეხუთე პრეზიდენტმა გამოყო, როგორც გამძლეობის და წინააღმდეგობის სიმბოლო.

ოსლოში საერთაშორისო საზოგადოება დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაზე სალაპარაკოდ შეიკრიბა, შიშებზე და მიტაცებულ ინსტიტუტებზე აწყობილი სისტემა და მისი დამარცხების გზები იყო მსჯელობის საკითხი. სალომე ზურაბიშვილი დასავლურ სამყაროს ახსენებს, რა მოთხოვნები აქვს ქართველ ხალხს.

მეხუთე პრეზიდენტი პარტნიორებს ურჩევს, ნუ მისცემენ ლეგიტიმაციას "ქართული ოცნების" ლიდერებს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები