"პირველების" ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში სროლის შედეგად 3 ახალგაზრდა დაიჭრა
"პირველების" ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში სროლის შედეგად 3 ახალგაზრდა დაიჭრა.
დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, ისინი სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვენეს.
არსებული ინფორმაციით, მათ ავტომობილიდან ესროლეს, სავარაუდო თავდამსხმელი კი გაიქცა.
როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.