სასახლის ღობის საქმე - ცნობილია ვინ დატოვებს საპატიმროს

02.06.26 13:58
სასახლის ღობის საქმე - ცნობილია ვინ დატოვებს საპატიმროს

პროკურორი ადასტურებს ინფორმაციას, რომ სასახლის ღობის სამის ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს.

სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაამტკიცებს, ამის შემდეგ, ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან. როგორს საქმის პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნულმა პირებმა დანაშაული აღიარეს. 

ამ ეტაპზე დაკავებული 12 პირიდან შემდეგი პირები გათავისუფლდებიან:

  • ალექსანდრე ხაბეიშვილი
  • ბექა ქელეხსაშვილი
  • გიორგი მუმლაძე
  • მამუკა ლაბუჩიძე
  • გურიელ ქარდავა
  • ავთანდილ სურმანიძე
  • თემურ ქურციკიძე.

7-ივე მათგანს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 3 წლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს.

აღნიშნული საქმის ფარგლებში, სადაც პასუხისგებაშია მიცემული 12 პირი, სახელმწიფო ბრალდებას განცხადებით მომართა ხუთმა პირმა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. აღნიშნული განცხადების მიხედვით, ხუთივე ბრალდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს და მსგავსი პოზიცია მათ დააფიქსირეს სასამართლო სხდომაზეც.

გარდა ამისა, უშუალოდ პროცესის დაწყებამდე დამატებით კიდევ ორმა ბრალდებულმა წარმოადგინა განცხადება საპროცესო შეთანხმების თაობაზე, შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას 12 ბრალდებულიდან 7 ბრალდებული აღიარებს და ინანიებს.

სახელმწიფო ბრალდებამ გამოხატა მზაობა და თანხმობა მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, შვიდივე ბრალდებულს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და უახლოეს პერიოდში აღნიშნული პირები გათავისუფლდებიან სხდომის დარბაზიდან.

საპროცესო შეთანხმება ფორმდება სამი წლით პირობით მსჯავრზე"- თქვა პროკურორმა. 

ფოტო: პუბლიკა

მსგავსი სიახლეები