პირველი ინტერვიუ კაცთან, რომელიც "პირველების" ინფორმაციით, ვიზებისთვის გაყალბებული „ქეისების“ საქმეში ფიგურირებს

02.06.26 17:20
პირველი ინტერვიუ კაცთან, რომელიც "პირველების" ინფორმაციით, ვიზებისთვის გაყალბებული „ქეისების“ საქმეში ფიგურირებს

 

 

პირველი ინტერვიუ კაცთან, რომელსაც "პირველების" ინფორმაციით, აშშ-ის ვიზებისთვის ყალბი ქეისების დამზადების საქმეში ფიგურირებს - გიორგი ხატიაშვილი "პირველებთან" მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობას, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობას და  ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს. 

კაცი ამბობს მხოლოდ იმას, რომ  ამერიკაში საადვოკატოში მართლაც უმუშავია, თუმცა ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივ სქემასთან კავშირი არ აქვს.

საქმეზე 3 ქალია დაკავებული, პროკურატურის ინფორმაციით, 6 პირის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნაა დაწყებული. "პირველების" ინფორმაციით, სწორედ 6 პირს შორის არის გიორგი ხატიაშვილი. 

არ ვაკეთებ და არც არასდროს გამიკეთებია. მეც ვნახე სიუჟეტი - მე არ მიმუშავია, მე მიმუშავია საადვოკატოში ამერიკაში. შეგიძლია დაგუგლოთ 1931 წლიდან ფუნქციონირებს. ვინც დაიჭირეს, დაიჭირეს ისინი, ვინც ყალბ დოკუმენტებს ამზადებნდენ და შეჰყავდათ საელჩოში. ხოდა მოიძიეთ კარგად და ვისაც საჭიროა იმას დაეკონტაქტეთ". - ამბობს გიორგი ხატიაშვილი. 

პროკურატურის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებიც  აშშ-ის ვიზისთვის ყალბ „ქეისებს“ გასცემდა საქართველოს პროკურატურამ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად გამოავლინეს. 

 დღეს ირაკლი კობახიძემ გამოძიებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა და სამომავლოდან მზადყოფნა გამოთქვა ასეთი სახის თანამშრომლობისთვის. 

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ მომავალშიც განვავითაროთ ამ ტიპის თანამშრომლობა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ საქმის გამოძიებაში, მათ შორის ჩვენი პროკურატურის წარმომადგენლებს. მომავალშიც მზად ვართ ასეთი თანამშრომლობისთვის". -ამბობს ირაკლი კობახიძე. 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ გამოავლინეს 2 დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მიღებაში ეხმარებოდნენ. გვარაკიძის უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აყალბებდნენ დოკუმენტებს და იგონებდნენ ე.წ. ქეისებს – საფუძვლებს, რის გამოც აშშ-ის საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფარი უნდა მიეცა.

პროკურატურის ცნობით, დააკავეს 3 ადამიანი, კიდევ 6-ის მიმართ კი დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. 

  • პროკურორის გიორგი მიქაიას თქმით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავშესაფრის მაძიებელ მოქალაქეებს ე.წ. ყალბ ქეისებში უწერდნენ, რომ ეს მოქალაქეები ქვეყანაში სექსუალური და პოლიტიკური დევსნის მსხვერპლნი იყვნენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ აშშ-ში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისა და საზღვრის გადაკვეთის გაძნელების გამო, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა. ისინი აშშ-ში თავშესაფრის მსურველებს ე.წ. „ქეისის“ შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ"- აცხადებენ პროკურატურაში.

  • გამოძიების მიერ, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია საქართველოს 366 მოქალაქე, ვინც ამ ჯგუფს მიმართა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ის ადამიანები, რომლებმა თავშესაფრის უფლება ამ გზით მიიღეს, ამერიკაში ცხოვრებას ვეღარ შეძლებენ.