მაქსიმალური სასჯელი არასრულწლოვნებს - სასამართლო პროცესის დეტალები

02.06.26 20:19
მაქსიმალური სასჯელი არასრულწლოვნებს - სასამართლო პროცესის დეტალები

 

 

ემოციური რეაქცია და ცრემლები სასამართლო დარბაზში — ასე შეხვდა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, დედა მოსამართლის გადაწყვეტილებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ გახმაურებულ საქმეზე კიდევ ორ არასრულწლოვან ბრალდებულს სასჯელი შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დემეტრე ჩიქოვანს, რომელსაც გამოძიება მკვლელობის დაგეგმვას ედავებოდა, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ანი ნასყიდაშვილი კი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ცნეს დამნაშავედ და 7 წლით პატიმრობა განუსაზღვრეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ბრალდებული არასრულწლოვანია, სასჯელი კანონით ერთი მეოთხედით შეუმცირდათ. შედეგად, ჩიქოვანი სასჯელს 9 წელი და 9 თვე მოიხდის, ნასყიდაშვილი კი — 5 წელი და 3 თვე.

სასამართლო პროცესზე მხარეებმა სასჯელის ზომასთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციები დააფიქსირეს. პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის მაქსიმალურ სასჯელს ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე არასრულწლოვანთა ასაკზე ამახვილებდა ყურადღებას.

განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არსებული მიმოწერების შეფასების შედეგად დადგინდა, რომ მოკლულ გიგა ავალიანსა და მოსწავლეს შორის კომუნიკაცია მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობის ფარგლებს არ გასცდენია.

ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში.