სასახლის ღობის საქმეზე 7 ბრალდებული ციხეს დატოვებს

02.06.26 20:32
სასახლის ღობის საქმეზე 7 ბრალდებული ციხეს დატოვებს

 

 

„სასახლის ღობის საქმეზე“ დაკავებული ბრალდებულების ნაწილთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს. სახელმწიფო ბრალდების გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე შეთანხმება 7 ბრალდებულთან ფორმდება.

შეთანხმების პირობების მიხედვით, ბრალდებულები გათავისუფლდებიან, თუმცა მომდევნო სამი წლის განმავლობაში პრობაციის პირობებში იქნებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ დარჩებიან და პერიოდულად, მათ შორის კვირაში ერთხელ, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში გამოცხადება მოუწევთ.

საპროცესო შეთანხმება შეეხება ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, თემურ ქუციკიძესა და ავთანდილ სუმნაიძეს. გამოძიება მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავება.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდების მთავარი მტკიცებულებები საქმეში არსებული ვიდეოკადრებია და სხვა დამადასტურებელი მასალები არ არსებობს.

ადვოკატების შეფასებით, საპროცესო შეთანხმება ბრალდებულებისთვის შესაძლებლობაა, თავიდან აიცილონ ხანგრძლივი სამართლებრივი დავა და, მათი თქმით, „უკანონო მსჯავრი“. ისინი მიიჩნევენ, რომ პროკურატურამ საკუთარი პოზიცია შეცვალა, რადგან მანამდე დაკავებულებს ერთწლიანი რეალური პატიმრობის მოხდას სთავაზობდა, ახლა კი საპროცესო შეთანხმების პირობები მნიშვნელოვნად შეარბილა.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები