"დაასრულე სისტემური წამება" - "მელაძის შაბათის" კადრების შემდეგ, დღეს თბილისში რამდენიმე პროტესტის კერა იქნება

13.06.26 11:16
"დაასრულე სისტემური წამება" - "მელაძის შაბათის" კადრების შემდეგ, დღეს თბილისში რამდენიმე პროტესტის კერა იქნება

 

 

"დაასრულე სისტემური წამება" - "ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ, ხალხი ამ საღამოს ქუჩაში სწორედ ამ მოწოდებით გავა. მოქალაქეებს საგამოძიებო სამსახურებთან კითხვები აქვთ. 

ხალხს აინტერესებს, რატომ დასჭირდა სისტემას წლები სასტიკ ძალადობაში მხილებული პოლიციელების დასასჯელად?   რა სასჯელი დააკისრეს ხელქვეითების უფროსებს, რადგან მოქალაქეები თქმით, რთულად წარმოსადგენია რომ განყოფილებაში რიგითებმა ადამიანები აწამეს და ამის შესახებ ზემდგომებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.  

აქტივისტებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს მხოლოდ ერთი შემთხვევა არ არის და საქმე უფრო მასშტაბურ სისტემურ დანაშაულთან გვაქვს. 

დღეს შაბათის ტრადიციული მარში 19:00 საათზე ფილარმონიიდან დაიწყება, თუმცა პარლამენთტან არ დასრულდება. აქტივისტები გეგმავენ, რომ დღეს შსს-თან მივიდნენ. ასევე აქტივისტების თქმით, დღის განმავლობაში რამდენიმე საპროტესტო კერა ქნება დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე.

ეს არის მაფიოზური რეჟიმი. სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცხა, მერმე სულსა - სულიდან ხორცამდე არიან გახრწნილები და ქვეყანას ადეგრადირებენ, პირდაპირი მნიშვნელობით. აქ უბედურებაა იმ მსხვერპლებსი მდგომარეობა, თუ რა მდგომარეობაში არიან, თავად პოლციიელების, რომელთა უმრავლესობა ქვეყნიდან გავიდა, იმიტომ, რომ ეს სიტუაცია იცოდნენ, ვერც ამბობდნენ. წარმოიდგინეთ, რა საშინელნ დმგომარეობაშია ამ ქვეყანაში პატიოსანი პოლციეილი და მერე მთელი ქვეყანა. ჩვენი ერი იძრება ახლა სიცრუეში, შიშსა და სიხარბეში ", - ამბობს ნიკა შურღაია.

"ნოდარ მელაძის შაბათმა" პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა - (ეს მხოლოდ ანონისია, ვრცლად ყველაფერს დღეს 20:00 საათზე ტვ პირველზე იხილავთ)

გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის ეთერის" ანონსის შემდეგ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა.  უწყების მტკიცებით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. 

შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს თითქმის 4 წლის განმავლობაში გამოუძიებელი იყო. კადრების ფიგურანტები, კი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები