“მომიწია გამოქცევა სამშობლოდან“ - ნიკა ქავთარაძე ჰყვება, რამ აიძულა ქვეყნიდან წასულიყო

03.06.26 00:08
“მომიწია გამოქცევა სამშობლოდან“ - ნიკა ქავთარაძე ჰყვება, რამ აიძულა ქვეყნიდან წასულიყო

იუმორისტი, ნიკა ქავთარაძე, რომელმაც 1 წელია ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა, გადაცემა “რეაქციაში“ ჰყვება, რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

ქავთარაძის თქმით, რომ არა ძალოვანი სტრუქტურებიდან გამოჟნილი ინფორმაცია, რომლის დროსაც გაიგო რომ დასაჭერთა სიაში იყო, ქვეყანას არ დატოვებდა.

1 წელი ხდება, რაც მომიწია გამოქცევა სამშობლოდან. არასდროს, არცერთ ეტაპზე ცხოვრების, არცერთი პოლიტიკური გარემოს, არც ერთი მატერიალური თუ სხვადასხვა ფონების გამო, არასდროს მე საკუთარი სამშობლოდანა წასვლაზე არ მიფიქრია, მეტიც ვიდრე საფრანგეთში გამოვიქცეოდი, ორი კვირით ადრეც კი ჩემთვის ვინმეს ეკითხ, მე ამას არ ვიზამ-მეთქი. სულ ვიხსენებ ხოლმე, რომ მაშინ აი, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, ამერიკაში ვიყავით წასულები, კონცერტები გვქონდა და რომ ჩავედი, ბიჭებმა, იქ ვინც გავიცანი, გადასარევი ქართველები იყვნენ, მითხრეს, რომ აქ ჩამოსვლაო ძალიან რთულია, აქ ხარ და დარჩიო, დაგიდგებით გვერდშიო, ეს იყო 23 წლის წინ,  წლის წინ იყო ეს იყო 2003 წლის ივლისში და მე ვუთხარი, რომ შანსი არ არის შევარდნაძეს დედა უნდა ვუტირო-მეთქი და რაის ამერიკაში დარჩენა თქო. იმის თქმა მინდა, რომ მე არასდროს  ამას არ ვფიქრობდი, არ ვგეგმავდი. დეტალებზე ძალიან მიჭირს საუბარი, უბრალოდ ერთ გვიან ღამით, მითხრეს, ძალიან სანდო ადამიანმა შიგნიდან სტრუქტურების, მითხრა, რო უახლოეს პერიოდში რაღაცას სისს შესახებ მითხრა,  ერთ-ერთი თათბირის დროს ჩემზეც იყო საუბარი და ამას ემატება ჩემი შვილის და მოკლედ მთელი ამბები აქტიურობის. ერთადერთი შანსი მქონდა, რომ მომცემენ რაღაც პერიოდს თუ წავიდოდი დ ეს ეს ადამიანი ამას თავის თავზე აიღებდა და ისეთი შოკი იყო ამ ინფორმაციის მოსმენა. მაგრამ რა ვიცი, მაინც ჩავთვალე, რომ ციხეში წასვლა, გაურკვეველი ვადით თუ იქნებოდა ალტერნატივა, ჯობდა წამოსულიყავი ქვეყნიდან და ამით გარკვეულწილად სხვა ადამიანების უსაფრთხოებააზეც მეზრუნა, - განაცხადა ნიკა ქავთარაძემ.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ფიქრობს უკვე რომ ქვეყანა დატოვოს და ეს ყველაფერი ქვეაყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გამოა.