დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან

03.06.26 10:12
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან

დღეს, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საქართველოს ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან. შეხვედრა 12:00 საათზე გაიმართება.

გავრცელებულ განცხადებაში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები აღნიშნავენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ შვილების სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანაა. 

„დღეს, 3 ივნისს, 12:00 საათზე, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან. ჩვენი მთავარი მოთხოვნა უცვლელია: ჩვენ ვითხოვთ დიუშენის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატების შემოტანას, რომლებიც ანელებენ დაავადების პროგრესს და ზრდიან სიცოცხლის ხანგრძლივობას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სახელმწიფო მიიღებს სწრაფ ზომებს ჩვენი ბავშვების სიცოცხლის გადარჩენად,“ - აღნიშნულია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე ერთი თვეა თბილისში, კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავენ და შვილებისთვსი წამალს ითხოვენ.

საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს. მშობლები ერთი წელია ქვეყანაში ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ.