"როლიკას სიკვდილამდე მოუსწრია და ცოლისთვის მკვლელის ვინაობა უთქვამს" - ბათუმში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

03.06.26 12:39
"როლიკას სიკვდილამდე მოუსწრია და ცოლისთვის მკვლელის ვინაობა უთქვამს" - ბათუმში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ბათუმში პირველ ივნისს მოკლულ 43 წლის როლანდ დავითაძეს (როლიკა) ე.წ ბო­ნის ქუ­ჩა­ზე 8 ტყვია შვილის თვალწინ მისმა მეგობარმა ესროლა - ამის შესახებ ინფრომაციას ამბები. ჯი ავრცელებს.

გამოცემა ადგილობრივის მონაყოლზე დაყრდნობით წერს, რომ მოკლული და გაქცეული დამნაშავე, გვარად შარაშიძე ფე­რი­ა­ში მე­ზობ­ლე­ბი ყო­ფი­ლან. 

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, რო­გორც კი შა­რა­ძი­ძეს როლიკა ტრო­ტუ­არ­ზე და­უ­ნა­ხავს, ია­რა­ღი ამო­უ­ღია და უსვრია. 

სა­სიკ­ვდი­ლო ტყვია გულ­ზე და­კი­დე­ბულ ჯვარს მოხ­ვდა, ტყვი­ას ჯვა­რი სხე­ულ­ში შე­უ­ტა­ნია- ეუბნება ამბები.ჯის ადგილობრივი.

მისივე ინფრომაციით, როლიკას სიკ­ვდი­ლამ­დე მო­უს­წრია და ცო­ლის­თვის მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა უთ­ქვამს.

დამნაშავე ამ დრომდე და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის, ის გავრცელებული ინფორმაციით, ბო­ლოს 1-ლი ივ­ნი­სის ღა­მით ფე­რი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე დაუნახავთ. 

რო­ლი­კა და­ვი­თა­ძე სა­ბერ­ძნეთ­ში მუ­შა­ობ­და და ხელ­ვა­ჩა­ურ­ში 1 წლის წინ დაბ­რუნ­და. ის და მისი მკვლე­ლი შა­რა­ში­ძე (სა­ხე­ლი არ ვიცი) მე­გობ­რე­ბი და ფე­რი­ა­ში მე­ზობ­ლე­ბი ყო­ფი­ლან.

არ ვი­ცით, რას ერ­ჩო­და, რა გახ­და მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი, ზუს­ტად არ ვი­ცით... იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს რო­ლი­კას ცოლი მი­უყ­ვა­ნია სა­ლონ­ში და შვილ­თან ერ­თად გა­რეთ ელო­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, რო­გორც კი შა­რა­ძი­ძეს ტრო­ტუ­არ­ზე და­უ­ნა­ხავს, ია­რა­ღი ამო­უ­ღია და და­უ­მიზ­ნე­ბია. რო­ლი­კას და­უყ­ვი­რია, არ მეს­რო­ლოო. 8 ტყვია და­ა­ხა­ლა, ძი­რი­თა­დად ფე­ხებ­ში ეს­რო­და თურ­მე.

რო­გორც თქვეს, ერ­თა­დერ­თი სა­სიკ­ვდი­ლო ტყვია გულ­ზე და­კი­დე­ბულ ჯვარს მოხ­ვდა, ტყვი­ას ჯვა­რი სხე­ულ­ში შე­უ­ტა­ნია. რო­ლი­კას სიკ­ვდი­ლამ­დე მო­უს­წრია და ცო­ლის­თვის უთ­ქვამს მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, დაჭ­რი­ლი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნი­სას გარ­და­იც­ვა­ლა. მკვლე­ლი არაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ის ბო­ლოს 1-ლი ივ­ნი­სის ღა­მით და­უ­ნა­ხავთ ფე­რი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე. რო­გორც გა­ვი­გეთ, პო­ლი­ცი­ამ მკვლე­ლის სახ­ლის ჩხრე­კის დროს ბევ­რი სა­ხე­ო­ბის ია­რა­ღი ამო­ი­ღო" - ამბობენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.