შეხვედრა დასრულდა - კობახიძე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვალ ან ზეგ ისევ შეხვდება
ირაკლი კობახიძე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრას ხვალ ან ზეგ ისევ გამართავს - ამის შესახებ მთავრობის კანცელარიიდან გამოსულმა მშობლებმა "ტვ პირველს" განუცხადეს.
როგორც დიუშენით დაავადებული ბავშვის დედა, თაკო გოგალაძე ამბობს, დღევანდელი შეხვედრა ძირითადად საინფორმაციო ხასიათს ატარებდა, კონკრეტული შედეგები კი მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით, უკვე მეორე შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
გოგალაძის ცნობით, დღეს პრემიერთან მედიკამენტის უსაფრთხოებაზე საუბარი არ ყოფილა. 2 საათიან შეხვედრას პრემიერთან ერთად ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძეც ესწრებოდა.
ძირითადად მოისმინეს ინფორმაცია ჩვენგან. სრულად მივაწოდეთ ინფრომაცია იმისი შესახებ, რაც ამჟამად დგას ჩვენს წინაშე და რა მდგომარეობაა მედიკამენტებთან დაკავშირებით. დასაწყისშივე გაჟღერდა ირაკლი კობახიძის მხრიდან, რომ გაიმართება ისევ მეორე შეხვედრა ხვალ საღამოს ან ზეგ დილით. დღეს მხოლოდ მოისმინა ინფორმაცია. ძალიან იმედიანად გამოვედით, რომ ამ შეხვედრას მოჰყვება შედეგი და ამ შედეგებზე ვისაუბრებთ, როდესაც მასთან მოხდება მეორე შეხვედრა - თუ როგორ მოხდეს ამ მედიკამენტების დროული შემოსვლა საქართველოში. ასევე დღეს მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შევთანხმდით, რომ ჩვენ არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ ვემხრობით და ჩვენ ვართ მარტო, მყარად და სუფთად. არ ყოფილა ასევე საუბარი წამლის უსაფრთხოებაზე და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ეს წამლები არის სასწარფოდ მნიშვნელოვანი ჩენი შვილებისთვის. ძირითადად იყო ინფორმაციების გაცვლა. უფრო კონკრეტული პასუხებით ალბათ მეორე შეხვედრიდან გამოვალთ - როდის დაიწყება მოლაპარაკებები, რომელ კომპანიებთან დაიწყება და რა ეტაპით მოხდება ამ მედიკამენტის შემოტანა.
თანხის შეგროვება რომ მიზნობრივი იყო, ამაზეც შევთანხმდით, მაგრამ ეს იყო ძირითადად მოსმენა, შემდეგში პირადად მასთან მოხდება ისევ შეხვედრა, ფარმაცევტულ კომპანიებთან კონტაქტზე გასვლა და ნაბიჯების გადადგმა უმოკლეს დროში.
თანხის შეგროვება რომ მიზნობრივი იყო, ამაზეც შევთანხმდით, მაგრამ ეს იყო ძირითადად მოსმენა, შემდეგში პირადად მასთან მოხდება ისევ შეხვედრა, ფარმაცევტულ კომპანიებთან კონტაქტზე გასვლა და ნაბიჯების გადადგმა უმოკლეს დროში.
საჭიროებებზეც შევთანხმდით, რომ ჩვენი თანხებით უზრუნველვყოფთ ბავშვების საჭიროებებს, რაც არის და რაც შეგროვდა საზოგადოების მხრიდან, ამას მიზნობრივად გამოვიყენებთ და შევიძენთ საჭიროებებს" - ამბობს თაკო გოგალაძე.
რაც შეეხება საპროტესტო აქციების გაგრძელებას, მშობელი ამბობს, რომ აქციების გაგრძელება/არგაგრძელებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნება მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძესთან მეორე შეხვედრა გაიმართება.
რაც შეეხება აქციას, რა თქმა უნდა, აქცია გრძელდება იმიტომ, რომ ამას ჩვენ მარტო არ ვწყვეტთ, მშობლების გუნდთან შევათანხმებთ და ზეგ დილით რა ნაბიჯებითა და რა კონკრეტული გეგმით გამოვალთ, იმის მიხედვით გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა აქციები- ამბობს გოგალაძე.
საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს. მშობლები ერთი წელია ქვეყანაში ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ.