პატიმარი პოლიციას ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს - ოჯახი ამბობს, რომ გავლენიანი მაღალჩინოსნებით ემუქრებიან

03.06.26 17:00
პატიმარი პოლიციას ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს - ოჯახი ამბობს, რომ გავლენიანი მაღალჩინოსნებით ემუქრებიან

37 წლის პატიმარი, მინდია ჭაღიაშვილი, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს. 

დაკავებულის ახლობლები ამტკიცებენ, რომ ქურდობის მუხლით, 1 წლის წინ დაკავებულ კაცს დანაშაული ვერ დაუმტკიცეს, ამიტომ ოჯახის თქმით,  საქმეში ნარკოტიკი გაჩნდა.

ამჟამად მინდია ჭაღიაშვილი, რომელსაც თავიდან თბილისში ერთ-ერთი სახლიდან ძვირადღირებული ტექნიკის მოპარვას ედავებოდნენ, 5 წლიან პატიმრობას გლდანის ციხეში ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის იხდის. აღსანიშნავია, რომ კაცი ქურდობის მუხლში სასამართლომ გაამართლა. მისი ადვოკატი კი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში ასაჩივრებს. 

მინდია ჭაღიაშვილის უფლებადამცველი, ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ პოლიციელებმა დაკავებულის ჩხრეკის ვიდეო-კადრები დაამონტაჟეს, ანუ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ნაწილი გაქაქრეს. 

უდანაშაულო ადამინიანს ჩაუდეს ნარკოტიკი. რა თქმა უნდა ჩხრეკის მიმდინარეობას იებდნენ პოლიციელები და ის მომენტი, რომელიც ასახავდა სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, მათ უბრალოდ ამოჭრეს და საქმეში არ მოათავსეს, როგორც მტკიცებულება. შესაბამისად გააყალბეს საქმე უდანაშაულო ადამიანის მიმართ. პოლიციელებმა მისცეს არასწორი ჩვენებები სასამართლოს და ამ არასწორი ჩვენებების შედეგად დადგა ეს განაჩენი. აღნიშნული განაჩენი უნდა გაუქმდეს, გამოტანილი უნდა იყოს გამამართლებელი განაჩენი. უნდა განვაცხადო, რომ  ვიდეო ჩანაწერი, მსგავსი ტიპის საქმეებზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. მაშინ, როდესაც გამომძიებელი აყალბებს ვიდეო-კამერის ჩანაწერს, აქ რაიმე კანონიერებაზე საუბარი ზედმეტია.  ჩვენ ველოდებით, რომ ისევე როგორც მეორე ბრალდებაში, ქურდობის ბრალდებაში, როგორც მინდია ჭაღიაშვილი გამართლდა, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის მუხლში ის უნდა გამართლდეს და გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან"- აცადებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. 

მინდია ჭაღიაშვილის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მათ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების სახელით ემუქრებოდნენ და ითხოვენ, მსჯავრდბულმა ბრალი აღიაროს.  პატიმრის ცოლი, ამტკიცებს, რომ ოჯახს მუქარის დამამტკიცებელი ჩანაწერი აქვს. 

თამთა მაღლაკელიძე "პირველებს" ეუბნმება, რომ ნარკოტიკების ჩადებამდე პოლიციის განყოფილებაში მისი ქმარი სასტიკად ცემეს. 

მიმდინარეობდა მინდიაზე ფიზიკური ძალადობა, მუქარა, ითხოვდნენ ქურდობა ეღიარებინა, თავდაპირცელად არანაირ სხვა დანაშაულზე საუბარი არ იყო. ეუბნებოდნენ, რომ შენს დასაც მოგიჯენ, თუ არ აღიარებ. მხარი ისე სტკიოდა, რომ მთელი 3-4 თვის განმავლობაში ვერ იმართებოდა. 

მინდიას დაკავების შემდეგ, პირველი პროცესი რომ უნდა ჩატარებულიყო, დამიკავშირდა ეს ადამიანი [ოჯახი ზარის ავტორს ამ ეტაპზე არ ასახელებს], ეგონა, რომ მხოლოდ ადვოკატს ესაუბრებოდა. მეუბნება: "მინდა, მინდიას გადასცე, თუ ბრალს არ აღიარებს, ციხეში არაერთი ადამიანი მყავს, საკმაოდ მნიშვნელოვანი ადამიანები მის წრეში, რამდენიმე უვადო პატიმრის შვილის ნათლია ვარ, ციხეს თავისი კანონები აქვს და ხიხეში არ გავახარებ". 

სახელი და გვარები მითხრა, ვის დაურეკა მან, იმ ადამიანმა ვისთან გადარეკა, [ესენი მოქმედი საკმაოდ გავლენიანი მაღალჩინოსნები არიან]. მე საქმის პროკურორსაც, ვანო მჭედლიშვილს ვესაუბრე ამ თემასთან დაკავშირებით. მან დეტალურად იცოდა, ვინ იყო ის, ვინც მუქარას ახორციელებდა - სახელი და გვარები იცოდა, იცოდა ჩვენი მდგომარეობა, მოლოდინები. ჩემთვის მთავარი იყო, მინდიას უსაფრთხოება დაწესებულებაში. შევხვდი მერვე პენიტენციური დაწესებულების რეჟიმის უფროსს, ასევე უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, დირექტორსაც შევხვდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი, უწყება იყო, რომელმაც მყისიერი რეაგირება მოახდინა იმისთვის, რომ მინდიას უსაფრთხოება მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული"- უთხრა "პირველებს" თამთა მაღლაკელიძემ.