ქმარს გირაო, ცოლს პატიმრობა - ვის კვალზე ცდილობს გასვლას საგამოძიებო უწყება აღიარებითი ჩვენებებით?

04.06.26 20:35
ქმარს გირაო, ცოლს პატიმრობა - ვის კვალზე ცდილობს გასვლას საგამოძიებო უწყება აღიარებითი ჩვენებებით?

 

 

ქმარს გირაო, ცოლს პატიმრობა - ყალბი ვიზების საქმეში ბრალდებულებს შორის ერთი ოჯახის ორი წევრია. ირკვევა, რომ თამა გურჩიანმა თავისუფლება პროკურატურასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ მიიღო,  ქალმა კი ამაზე უარი თქვა - ის დღეს ციხეში გაუშვეს. ბრალდების მხარე არ გამორიცხავს, რომ ყალბი ვიზების სკანდალზე დამნაშავეთა წრე გაიზარდოს. პროკურატურა ყველა ბრალდებულს მოუწოდებს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

პროკურატურამ იურისტებისგან შემდგარი ორი ჯგუფი 2 დღის წინ გამოავლინა, დაკავებულთა შორის 3 ქალია, ისინი, ვინც  ამერიკასა და კანადაში თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ საბუთებს უმზადებდა. საბრალდებო სკამზე მჯდომები დუმილის უფლებით სარგებლობენ, ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ მათი დასაცავი ქალბატონები საქმეში შუამავლის როლს ასრულებდნენ და არ იცოდნენ, რომ დანაშაულს ჩადიოდნენ.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულები სხვადასხვა უწყებების, მათ შორის შსს-ს სამინისტროს ოფიციალური სახელმწიფო ბეჭდებით სარგებლობდნენ, რომელსაც გაყალბებული დოკუმენტების მომზადების დროს იყენებდნენ.

როგორ ჩაიგდეს ხელში იურიდიული კომპანიაში მომუშავე პირებმა სახელმწიფო უწყებიდან ოფიციალური შტამპი - უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ამ დრომდე არ დევს საექსპერტო დოკუმენტი, სადაც ეწერებოდა, რომ სახელმწიფო ბეჭედი ორიგინალის ასლია და ის გაყალბებულია.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები