ევროკავშირის კარი უკრაინისთვის და მოლდოვისთვის იხსნება - სად არის საქართველო?
ზუსტად ორ კვირაში ევროკავშირის კარი უკრაინისთვის და მოლდოვასთვის გაიხსნება. ევროკაშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ოფიციალურ დონეზე მწვანე შუქს აუნთებენ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას, რაც ნიშნავს იმას, რომ უნგრეთის ვეტო დაძლეულია - უკრაინა და მოდლოვა კი ბრიუსელისგან 3-3 მილიარდი ევროს ფინანსურ კონტრიბუციას მიიღებენ. ამ ისტროიულ მონაპოვარს ირაკლი კობახიძე "სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასად" წარმოაჩენს.
"ქართული ოცნების" ლიდერი ცდილობს ამომარჩეველი დაარწმუნოს, რომ ევროგაერთიანების წევრი მოლდოვა სუვერენიტეტის დათმობის ფასად ხდება. რა ხდება რეალურად? - მოლდოვას მმართველი ძალა ნებაყოფლობით, არ გამორიცხავს მოლდოვას რუმინეთთან შეერთებას, ეს მოლდოვას რესპუბლიკისთვის ევროკავშირის წევრობის მარტივი და მოკლევადიანი გზაა, თუმცა, ეს მხოლოდ მოლდოველი და რუმინელის ხალხის ნების შემთვევაში შეიძლება მოხდეს.
იმ დროს როცა, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უვადოდ არის გაყინული. ბრიუსელში მსჯელობა მხოლოდ "ოცნების" ლიდერების სანქცირებაზე მიდის, რათა პასუხისმგებლობაა დააკისრონ ყველას, ვინც მხარს უჭერს ქვეყანაში ავტორიტარიზმის ჩამოყალიბებას.