ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აღმასრულებელ რგოლს მოაჯდნენ და ბიუჯეტს ხრავენ და ჭამენ - აკია ბარბაქაძე

04.06.26 23:21
ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აღმასრულებელ რგოლს მოაჯდნენ და ბიუჯეტს ხრავენ და ჭამენ - აკია ბარბაქაძე

სამხედრო ექსპერტის, აკია ბარბაქაძის თქმით, “ქართულ ოცნებას“  სამართალდაცავი, ძალოვანი სტრუქტურები თავისი შიშების და ფობიებისგან დასაცავად სჭირდება.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “სქროლვის სააგენტოც მაგიტომ შექმნეს, იციან, რომ საგინებლები არიან და მაგით ცდილობენ თავი დაიცვან.“

მათ სჭირდებათ სამართალდაცავი, ძალოვანი სტრუქტურები თავისი შიშების და ფობიებისგან დასაცავად. ხომ ხედავთ, პატარა ბავშვებთან და მშობლებთან, რომლებიც წამალს ითხოვენ, იმათთანაც კი კორდონის გარეშე ვერ გამოდიან. ეს სქროლვის სააგენტოც მაგიტომ შექმნეს. იციან, რომ საგინებლები არიან და მაგით ცდილობენ თავი დაიცვან. მათ ეშინიათ მთავარის - საზოგადოებრივი პატრიოტიზმის. საზოგადოებრივი პატრიოტიზმი ის რეცეპტია, როდესაც ასეთი ავტორიტარული რეჟიმები მარცხდებიან. მათ ყოველთვის ეშინიათ იმ წერტილების, იმ კვანძების, სადაც საზოგადოება თავისით ერთიანდება. ესენი გათიშულობაზე დგანან, საზოგადოების დაპირსპირებაზე დგანან და ეს დაპირისპირება უმაღლეს ხარისხში აყავთ, როგორც ნარკომანი ზრდის ნარკოტიკის დონეს, ესენი ცდილობენ დაპირსპირება გაზარდონ, რადგან ამის მიღმა შიშვლები არიან. არანაირი ხელისუფლება არ არის, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აღმასრულებელ რგოლს მოაჯდნენ და ჩვენგან აკრეფილ ფულს , რასაც ქვია ბიუჯეტი, თავის სასარგებლოდ ხრავენ და ჭამენ, კორუფციაში არიან, თორე ვერ დავინახავდით ჩვენ ამ ოქროს ზოდებს, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

სამხედრო ექსპერტმა პროპაგანდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  როდესაც შენ რეალობას ცვლი და ადამიანებს ამყოფებ ილუზიაში, ეს უკვე ბოროტებაა.

პროპაგანდა ყოველთვის არის ბოროტი, კეთილი პროპაგანდა არ არსებობს. პროპაგანდა არის ფაქტების დამახინჯება და რეალობის შეცვლა. როდესაც შენ რეალობას ცვლი და ადამიანებს ამყოფებ ილუზიაში, ეს უკვე ბოროტებაა. როდესაც ცდილობ, რომ საზოგადოება ილუზიაში გყავდეს, რადგან აქედან სარგებელი გაქვს, ხელისუფლების გახანგრძლივება, ეს უკვე ბოროტებაა. როდესაც ამ პროპაგანდით დროს იგებ, ქვეყანას სიდუხჭირეში აგდებ, ქვეყანას აკარგინებ პერსპექტივას, დღეს, როცა გადაწყობა ხდება გლობალურ პოლიტიკაში, ამ დროს ჩვენ რარაც რუხ ზონად გვაქციე და გინდა, შეუმჩნეველი დარჩეს მსოფლიოსთვის ეს კონკრეტული კილომეტრები, რადგანეს უკვე სახელმწიფო აღარ არის, - განაცხადა ბარბაქაძემ.