ზუსტად ეგ კონტროლის დეპარტამენტები დაგამთავრებთ ძალიან მალე - ირაკლი წულაია
იმის მაგივრად, რომ პრობლემები მოაგვაროთ, დგახართ და კონტროლის დეპარტამენტებს ქმნით, ზუსტად ეგ კონტროლის დეპარტამენტები დაგამთავრებთ ძალიან მალე, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ირაკლი წულაიამ გადაცემა “რექაციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ავტორიტარი, ყოველთვის ასეთ შეცდომებს უშვებდა, როცა ეგონა, რომ პრობლემა ხალხის საუბარი იყო და კონტროლის დეპარტამენტებს ქმნიდა.
სქროლვის დეპარტამენტზე მინდა გავაკეთო განცხადება, ყველა ავტორიტარი, ყოველთვის ასეთ შეცდომებს უშვებდა, როცა ეგონა, რომ პრობლემა იყო ხალხის საუბარი, მაგრამ რეალურად უნდა იცოდნენ, რომ პრობლემა არის ის, რაზედაც ეს ხალხი საუბრობს, პრობლემა არის ის, რომ მილიონამდე მშიერი ქართველი ცხოვრობს, პრობლემა არის ის, რომ საქართველოდან წასულია ნახევარი ხალხი, ბავშვებს, სანამ ორი თვე წვიმაში-ქარში არ იდგნენ, მანამდე ფული არ მიეცით, პენსიონერები თვიდან-თვემდე ძლივს ცხოვრობენ და იმის მაგივრად, რომ ეს პრობლემები მოაგვაროთ, დგახართ და კონტროლის დეპარტამენტებს ქმნით, ზუსტად ეგ კონტროლის დეპარტამენტები დაგამთავრებთ ძალიან მალე, - განაცხადა ირაკლი წულაიამ.