GCRT-ის თანამშრომლის ადმინისტრაციული საქმე TI-იმ სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა

05.06.26 11:46
GCRT-ის თანამშრომლის ადმინისტრაციული საქმე TI-იმ სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა

"საერთაშორისო გამჭვირვალო საქართველომ" სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა - TI-ის ცნობით, GCRT-ის თანამშრომელს, კლინიკურ ფსიქოლოგს, თინათინ ჯავახიშვილს პროტესტში მონაწილეობის გამო, 5 000-ლარიანი ჯარიმა უსამართლოდ და უხეში საპროცესო დარღვევებით დააკისრეს.

სწორედ ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს "საერთაშორისო გამჭვირვალო საქართველო" ევროსასამართლოში. 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გავგზავნეთ!
სისტემური რეპრესიისა და უკანონობის მორიგი მსხვერპლი GCRT-ის თანამშრომელი, კლინიკური ფსიქოლოგი თინათინ ჯავახიშვილია, რომელიც წლებია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროგრამებში მუშაობს.
პროტესტში მონაწილეობის გამო,  5 000-ლარიანი ჯარიმა მას უსამართლოდ და უხეში საპროცესო დარღვევებით დააკისრეს: მისთვის არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ჩაუბარებიათ და არც სასამართლოს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა მიუციათ.
ეს არის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული უსამართლობა".- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.