"ტვ პირველის" ინფორმაციით, ოზურგეთში, საბავშვო ბაღის ეზოში, მასწავლებელი გველმა დაკბინა
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ოზურგეთის ცენტრში, მეორე საჯარო სკოლის წინ, საბავშვო ბაღის ეზოში შესული მასწავლებელი გველმა დაკბინა. ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, მასწავლებელს სამედიცინო ჩარევისთვის ბათუმში გადაიყვანეს.
საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა, ვერა ვასაძემ "პირველებთან" ამ თემაზე საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა.
როგორც "ტვ პირველს" უყვებიან, მასწავლებლის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია რა ღონისძიებები გაატარეს საბავშვო ბაღში, სადაც სასწავლო პროცესი დღესაც მიმდინარეობს.