"გველმა რომ მიკბინა, მაგ დღეს გაცელეს ბაგა-ბაღის ეზო" - რას უყვება მასწავლებელი "პირველებს" და რით იმართლებენ თავს ბაღში

05.06.26 17:16
"გველმა რომ მიკბინა, მაგ დღეს გაცელეს ბაგა-ბაღის ეზო" - რას უყვება მასწავლებელი "პირველებს" და რით იმართლებენ თავს ბაღში

 

 

საბავშვო ბაღის პედაგოგი, რომელიც ოზურგეთის ნომერ მეცხრე ბაგა-ბაღის ეზოში გველმა დაკბინა, "პირველებთან" მომხდარის შესახებ საუბრობს. ხათუნა მარგალიტაძე ამბობს, რომ იმ დროს როცა გველმა უკბინა, საბავშვო ბაღის ეზოში ბავშვებიც თამაშობდნენ - "თუმცა მე უკანა ეზოს შესასვლელიდან შევედი".

მასწავლებლის თქმით, ბაღში ბალახი გაზრდილი იყო და სწორედ იმ დღეს დაიწყეს გაცელვითი სამუშაოები, როცა მას გველმა უკბინა.

ქალი ამბობს, რომ გველის ნაკბენი ისე დაუსივდა, რომ სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. 

მანქანიდან გადმოვედი და ფეხი მაქვს დანადგამი. თვალითაც არ დამინახავს, რომ გამისივდა და რეაქცია მომცა, მერე ჩემით მივხდი. ფეხსაცმელზეც ისეთი რაღაც იყო, ფეხსაცმელმა გადამარჩინა. სამედიცინო ჩარევა დამჭირდა. კი სახიფათოა, იმ დღეს მე რომ ეს დამემართა, მოსულები იყვნენ და ცელავდნენ. მანამდე არ იყო გაცელილი. რომ ჩამოვედი მაქანიდან ეტყობა იქ ბალახში იყო. ბავშვებიც კი თამაშობდნენ იმ ეზოში, მაგრამ ჩვენ უკანა შესასვლელით შევედით, უკანა ეზოდან. ის კი ნამდვილად არის, რომ ზუსტად მაგ დღეს მოვიდნენ მცელავები", - ამბობს ხათუნა მარგალიტაძე. 

საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია თავის მართლების რეჟიმშია. 

საკუთარი ეზოს გაცელვა შეიძლება დაგაგვიანდეს, ბავშვები თუ თამაშობენ ეზოში, მერე რომელიმე ბავშვს უკბინა? - უთხრეს დღეს "პირველების" გადამღებ ჯგუფს საბავშვო ბაღში. 

რა უსაფრთხოებაზე ლაპარაკობთ, როგორ არ გრცხვენიათ? ყველაფერი დგას ამ ბავშვების უსაფრთოებაზე. ქუჩის გადღმა გამოძვრა (გველი), ვინაა ამისგან დაზღვეული?  ახლა საკუთარი ეზოს გაცელვა შეიძლება დაგაგვიანდეს. ბავშვები თუ თამაშობენ ეზოში, მერე რომელიმე ბავშვს უკბინა?"- აცხადებენ ბაღში. 

ცნობისთვის, დღეს დილით ბაღის გამგემ, ვერა ვასაძემ "პირველებს" მომხდარი დაუმალა. მან კითხვებზე პასუხი არ ისურვა და ტელეფონი გაუთიშა "ტვ პირველის" ჟურნალისტს, ბაღში მისულს კი მიუხურა. 

ფოტოზე: ბაღის გამგე ვერა ვასაძე და მისი თანამშრომელია.