რატომ გაუშვეს აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები — რა მოხდა ბორდის სხდომაზე

05.06.26 20:36
რატომ გაუშვეს აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები — რა მოხდა ბორდის სხდომაზე

 

 

რატომ გაათავისუფლეს თანამშრომლები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან? — ამ კითხვას აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც საბჭოს წევრებმა ლიკა ბასილაიამ და ლაშა ტუღუშმა გათავისუფლებების მიზეზებზე განმარტებები მოითხოვეს. თუმცა, კონკრეტული პასუხების ნაცვლად, მათ ამ საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობა პრაქტიკულად შეეზღუდათ.

ლიკა ბასილაიას კრიტიკული კითხვების ფონზე, აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოზიციას საბჭოს წევრი გია მურღულია იცავდა. მისი თქმით, გამოცდილი და მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტების გათავისუფლება სხდომის განხილვის საგანი არ ყოფილა. მოგვიანებით სხდომას დისტანციურად ვასილ მაღლაფერიძეც შეუერთდა.

ვასილ მაღლაფერიძემ კითხვებს არა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, არამედ პარლამენტში უპასუხა. მისი განმარტებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება რეორგანიზაციის პროცესს უკავშირდება, პროცედურები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და მიღებული გადაწყვეტილებები პოლიტიკურ მოტივს არ ატარებს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები