The National Interest: მზია ამაღლობელის დაპატიმრებამ გამოააშკარავა საქართველოს მთავრობის ზიზღი დამოუკიდებელი მედიის მიმართ
მზია ამაღლობელის დაპატიმრებამ გამოააშკარავა საქართველოს მთავრობის ზიზღი დამოუკიდებელი მედიის მიმართ - ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელიც საქართველოში პრესის თავისუფლების საკითხებს მიმოიხილავს.
The National Interest წერს, რომ სწორედ გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი იქცა სიმბოლოდ საქართველოში, თუ რა შეიძლება აღმოჩნდეს სასწორის პინაზე, თუ თავისუფალი სამყარო არ დაიცავს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს ვაშინგტონმა კონკრეტული ნაბიჯებით უნდა უპასუხოს - მათ შორის საუბარია კონგრესის მუშაობაზე, რომელსაც გააჩნია ბერკეტი ივანიშვილის პარტიას პასუხისმგებლობები დააკისროს და შეზღუდოს მათი კავშირები რუსეთთან და ჩინეთთან.
"საქართველო ბოლო წლებში კვლავ ავტორიტარულ ორბიტაზე აღმოჩნდა და ქართული ოცნების ხელმძღვანელობით დემოკრატიული უკუქცევის სიმბოლოდ იქცა" - ნათქვამია სტატიაში.